რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს
ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე
თავდასხმის ფაქტზე. ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის
დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ
მოუწოდებს.
15 იანვარს, ღამით, დაახლოებით 01:15 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მათ ზვიად ქორიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
პარლამენტში ყოფნისას დიმიტრი სამხარაძემ საზოგადოებას თავი ძალადობრივი ქმედებებითა და ბილწსიტყვაობით დაამახსოვრა.
ზვიად ქორიძე ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა.
დიმიტრი სამხარაძემ ზვიად ქორიძეს უთხრა, რომ იცნო ის და უკმაყოფილება გამოხატა ზვიად ქორიძის ბათუმში ყოფნის მიზეზის მიმართ. ყოფილი დეპუტატი იგინებოდა და იქცეოდა აგრესიულად. ამის შემდეგ დიმიტრი სამხარაძესთან მყოფი ადამიანები ზვიად ქორიძეს ჯგუფურად დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტს საფეთქელთან მოარტყა რაღაც ნივთი, რის შედეგადაც სათვალე დაიმსხვრა და მან სახის არეში დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელთა შორის იყო გიორგი მანველიძე, რომელიც ზვიად ქორიძეს ცოტა ხნით ადრე გაეცნო. მან ზვიად ქორიძის მიმართულებით ისროლა მიწით სავსე კერამიკის ქოთანი, რომელიც ჟურნალისტს ასცდა და დაიმსხვრა. მოძალადეები, რომლებიც განაგრძობდნენ მუქარას ზვიად ქორიძის მისამართით, სასტუმროს დაცვამ შეაკავა.
ზვიად ქორიძემ დაზიანებების გამო კლინიკას მიმართა.
15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა - მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი. ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე. დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე. ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის - მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების - მოთხოვნა.

ამავე კატეგორიაში
15:00 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით, პროტესტის ნიშნად მუშაობას
შეწყვეტენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ბათუმის კლინიკის ექიმის, თაკო შანთაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიას
ტვინი შერყევა და ცხვირის ძვლის
წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 4 მარტისთვის
ჩანიშნა.
დღეს, 13 ინავარს 19:00 საათზე ბათუმის იზოლატორთან, გრიბოედოვის
4-ში,
გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ანგარიშების
მიხედვით, სოფელ კოდავარდისუბანში
ვიდეორეპორტაჟი
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები