რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კასპში დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს სასამართლომ 1000 ლარი დააკისრა
კასპის მუნიციპალიტეტში მოქალაქის დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირი
ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს.
ამის გამო მას ჯერ საზოგადოებისთვის სასარგებლოდ 150-საათიანი შრომა მიუსაჯეს, შემდეგ კი სასჯელი შეუცვალეს და 1000 ლარი დააკისრეს.
შემთხვევა მარიამობას, 28 აგვისტოს სოფლის ცენტრში მოხდა. პროკურორ ოთარ დოხნაძის ინფორმაციით:
,,საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ კ–ს ცენტრში მდებარე სავაჭრო დაწესებულების წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, 7 პირის წინასწარი შეთანხმებით, ძალადობრივმა ქმედებებმა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რაც გამოიხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში. კერძოდ, ზემოაღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების გამო, საავტომობილო და საფეხმავლო გზაზე შეიზღუდა ავტომობილებისა და მოქალაქეების გადაადგილება, ამასთანავე, ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მომუშავე პირებს დაერღვათ მყუდროება და იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ თავიანთი კანონიერი საქმიანობა. ფიზიკური დაპირისპირების დროს, გ. ი–მა მის მეგობარს – ჯ. ი–ს, სავარაუდოდ, დანის გამოყენებით, გაუფრთხილებლობით მიაყენა გულმკერდის მარცხენა ღრუში შემავალი დაზიანება, რომელიც ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.'' - აღნიშნულია პროკურორის სიტყვაში.
აღნიშნულ ფაქტზე ბრალი წაუყენეს გ.ი-ს ორი მუხლით: 124-ე და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
124-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით – რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
239-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი გულიხსმობს ხულიგნობას, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, – რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
აღნიშნული საქმე ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა განიხილეს.
გორის სასამართლომ ბრალდებული 124-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, ხოლო მეორე მუხლი გადააკვალიფიცირა. ნაცვლად 239-ე მუხლის მესამე ნაწილისა, შეუცვალა პირველი ნაწილით - შეუმსუბუქა.
239-ე მუხლის პირველი ნაწილი გულიხსმობს ხულიგნობას, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გორის სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის ზომად განუსაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლოდ 150 საათი შრომა.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, გორის რაიონული პროკურატორის პროკურორმა – ოთარ დოხნაძემ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და გ. ი–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულმა გ. ი–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ტ. მ–მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ამის შედეგ პროკურორმა ოთარ დოხნაძემ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
,,საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით, რომლებზეც აპელირებს პროკურორი თავის საკასაციო საჩივარში და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით სარწმუნოდ დგინდება, რომ ახალგაზრდებმა, რომელთა შორის იყო გ. ი–ი, ძალადობრივი ქმედებებით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ შემთხვევის შედეგად, დაზარალებულ ჯ. ი–ს აღენიშნებოდა მჭრელი თვისებების მქონე საგნით გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მე-6-7 ნეკნების დონეზე, მიყენებული სწორკიდეებიანი ჭრილობა, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენამხრივი პნევმო-პნევმოთორაქსი, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი სამხილი, მათ შორის, არც თავად დაზარალებულ ჯ. ი–ს ჩვენება და არც შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, უტყუარად არ ადასტურებს, რომ გ. ი–მა დანაშაული რაიმე საგნის, კერძოდ, როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული, სავარაუდოდ, დანის გამოყენებით ჩაიდინა და გაუფრთხილებლად, მძიმედ დაუზიანა ჯანმრთელობა ჯ. ი–ს, რისი გათვალისწინებითაც, ამ მაკვალიფიცირებელი გარემოების მსჯავრდებულისათვის შერაცხვა ეწინააღმდეგება ბრალის ინდივიდუალიზაციის პრინციპს, ხოლო მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმის ჩვენებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების, შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.''
,,წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც – ჟესტებსა და მიმიკებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განაჩენი №114აპ-17 საქმეზე), რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს, რომლებმაც დაადგინეს, რომ გ. ი–მა ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად, ძალადობრივად დაარღვია საზოგადოებრივ წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, მაგრამ ვერც კასატორი უთითებს და არც საქმის მასალებით დასტურდება, ხულიგნობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე, გ. ი–სა და ჯგუფის სხვა წევრებს შორის რაიმე სახის კოორდინირებული მოქმედება (მათ შორის არავერბალური კომუნიკაციის გზით) დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, შესაბამისად, ვინაიდან ხულიგნობის მაკვალიფიცირებელი ნიშანია არა უბრალოდ ჯგუფის, არამედ – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, გ. ი–ს ვერც ამ დამამძიმებელ გარემოებაში ქმედების ჩადენა შეერაცხება მსჯავრად.''
,,საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გ. ი–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განაჩენის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი – 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით შეეცვალა 1000-ლარიანი ჯარმით.''

ამავე კატეგორიაში
,,იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში,
სასამართლოს შეფასებით, "ფიზიკური ტკივილის შეგრძნება" დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ,
ამპარტოვნებას, საკუთარი შესაძლებლობების უსაშველოდ გაზვიადებასა და
მეტოქეთა ძალის შეუფასებლობას
,,დუმილი ყველაფერზე, დუმილი უსამართლობაზე ქვეყანაში, დუმილი უსამართლო კანონებზე,
15:00 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით, პროტესტის ნიშნად მუშაობას
შეწყვეტენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები