რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქალზე ძალადობაში ბრალდებულს საზოგადოებისთვის სასარგებლოდ 200-საათიანი მუშაობა მიუსაჯეს
გორში, ქალზე ძალადობაში ბრალდებულს მიუსაჯეს საზოგადოებისთვის
სასარგებლოდ 200-საათიანი მუშაობა.
პროკურატურამ ჩადენილი ქმედებისთვის გამოიყენა 126-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. აღნიშნული მუხლით პირი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ადვოკატი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. იგი გამამართლებელ განაჩენს მოითხოვს.
გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია პროკურორს. საბრალდებო განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა საღამოს საათებში, გორის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხ. ქ-მა იძალადა მეუღლე მ. ქ-ზე, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა ტანისა და თავის არეში, რის შედეგადაც, მ. ქ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.''
სასამართლოს შეფასებით, "ფიზიკური ტკივილის შეგრძნება" დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმზეც – ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი.
,,განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები ხ. ქ-ისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ამ სავალდებულო ნიშნის დასადასტურებლად, პალატას უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ხ. ქ-ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ადამიანში უდავოდ გამოიწვევდა ტკივილს.'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამავე კატეგორიაში
,,იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში,
ამპარტოვნებას, საკუთარი შესაძლებლობების უსაშველოდ გაზვიადებასა და
მეტოქეთა ძალის შეუფასებლობას
,,დუმილი ყველაფერზე, დუმილი უსამართლობაზე ქვეყანაში, დუმილი უსამართლო კანონებზე,
,,საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ კ–ს ცენტრში მდებარე სავაჭრო დაწესებულების წინ
15:00 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით, პროტესტის ნიშნად მუშაობას
შეწყვეტენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები