რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
მამაკაცი, რომელმაც ქალს სილა გააწნა, გაამართლეს
მამაკაცი, რომელმაც ქალს სილა გააწნა, გაამართლეს. ის დაკავებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.

,,ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. ერთჯერადი დარტყმა უნდა ჩაითვალოს სხვაგვარ ძალადობად, რაც მართალია არ ცვლის ქმედების კვალიფიკაციას - ცემას, თუმცა ცვლის ბრალდების ფორმულირებას.'' - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2024 წლის 1 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ და ვასაძემ მიიღეს.

ქალსა და მამაკაცს შორის კონფლიქტი ბათუმში მოხდა. აღნიშნულ საქმეზე პროკურორი იყო ბათუმის პროკურატურის პროკურორი აკაკი მოქერია, შემდეგ პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ძირკვაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით: ბრალდებული ხ. ზ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; გამართლებულ ხ. ზ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ და მოითხოვა ხ. ზ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

გამართლებულ ხ. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. მ–მ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ძირკვაძე ითხოვდა ხ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას.

სასამართლოს აზრით, ცემა გულისხმობს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

როგორც ვხედავთ, ჯერ ბათუმის სასამართლომ, შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სილის გარტყმა არ შეაფასა ისეთ ქმედებად, რამაც შეიძლება ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. მამაკაცის მხრიდან თავდასხმა კი საერთოდ გამორიცხა.

მაშინ, როცა 2024 წლის 11 დეკემბერს, საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციულად დაკავების, რამდენიმე საათის შემდეგ გათავისუფლების და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში, სამმართველოს ჭიშკართან პოლიციის უფროსის მხრიდან შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის საპასუხოდ სილის გაწვნის გამო ,,ბათუმელებისა'' და ,,ნეტგაზეთის'' მენეჯერს, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა "იფიცება საქართველო", მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ
უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში,

,,იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში,

15:46 / 20.01.2025
სასამართლოს შეფასებით,

სასამართლოს შეფასებით, "ფიზიკური ტკივილის შეგრძნება" დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ,

13:35 / 20.01.2025
ამპარტოვნებას, საკუთარი შესაძლებლობების უსაშველოდ გაზვიადებასა და
მეტოქეთა ძალის შეუფასებლობას
ამპარტოვნებას, საკუთარი შესაძლებლობების უსაშველოდ გაზვიადებასა და მეტოქეთა ძალის შეუფასებლობას
23:42 / 17.01.2025
,,დუმილი ყველაფერზე, დუმილი უსამართლობაზე ქვეყანაში, დუმილი
უსამართლო კანონებზე,

,,დუმილი ყველაფერზე, დუმილი უსამართლობაზე ქვეყანაში, დუმილი უსამართლო კანონებზე,

18:36 / 17.01.2025
,,საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ კ–ს ცენტრში მდებარე
სავაჭრო დაწესებულების წინ

,,საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ კ–ს ცენტრში მდებარე სავაჭრო დაწესებულების წინ

13:29 / 17.01.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.