რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის მერია ახალგაზრდულ ორგანიზაციას ,,სფეისს'' შენობიდან აძევებს
გორის მერია ახალგაზრდულ ორგანიზაციას ,,სფეისს'' შენობიდან აძევებს.

ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოსო მეზვრიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მერიამ მათ წერილობით 24 იანვარს შეატყობინა, სადაც აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებმა შენობა თვის ბოლომდე უნდა დატოვონ.

,,ჩვენთვის, როგორც ქალაქის ერთადერთი თავისუფალი ახალგაზრდული სოციალური სივრცისთვის, განსაკუთრებით რთულია ამ პოსტის დაწერა და ჩვენი ახალგაზრდებისთვის იმის თქმა, რომ სივრცე აღარ გვაქვს. 24 იანვარს ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო’’-მ გამოგვიგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, 31 იანვრამდე აუცილებლად უნდა გამოვათავისუფლოთ ჩვენ მიერ შექმნილი სივრცე, რადგან ისინი აპირებენ ამ სივრცის დატვირთვას თეატრალური და საგანმანათლებლო პროექტებით.'' - აღნიშნავს სოსო მეზვრიშვილი.

იგი განმარტავს, რომ 2022 წელს, როდესაც შენობა იჯარის ხელშეკრულებით აიღეს, ადგილზე ნაცრისფერი კედლების გარდა არაფერი იყო:

,,არაფერი არ იყო გარდა ნაცრისფერი კედლებისა, ყველასგან მივიწყებული შენობისა და კიდევ ისეთი რაღაცებისა, რაზეც საჯაროდ საუბარს საკუთარ თავს არ ვაკადრებთ. ნაცრისფერი კედლებისა და მივიწყებული შენობისგან, შევქმენით ყველაზე ფერადი, თავისუფალი, ჩარჩოებს მიღმა მოქმედი ახალგაზრდული სივრცე, სადაც დღის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო სრულიად უსასყიდლოდ ეთამაშა სამაგიდო თამაშები, წაეკითხა წიგნები, ესაუბრა მეგობრებთან … ერთ დროს ცარიელი კედლები, ახალგაზრდების სახლად ვაქციეთ.'' - აღნიშნავს ,,სფეისის'' დამფუძნებელი.

იგი მადლობას უხდის იმ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს ორგანიზაციას:

,,ძვირფასო მშობლებო, მადლობა ნდობისთვის, ხშირად გითქვამთ თქვენი შვილებისთვის ,,თუ მანდ ხარ, მშვიდად ვარ’’-ო, ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს გვერდით დგომასა და ნდობას, რომელიც ჩვენს მიმართ გაგაჩნდათ. ძვირფასო მეგობარო მასწავლებლებო, შეუფასებელია თქვენი საქმე, ყოველთვის მიგვაჩნდით ერთგულ მეგობრებად, ჩვენ ყოველთვის გვქონდა თქვენი იმედი, თქვენ კი ყოველთვის იცოდით, მხარდაჭერისთვის ვისთვის უნდა მიგემართათ. ჩვენთვის განსაკუთრებულო, მეგობარო არასამთავრობო ორგანიზაციებო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომ არა თქვენ, ამ ორი წლის გადატანა მეტად რთული იქნებოდა ჩვენთვის'' - აღნიშნავს სოსო მეზვრიშვილი.

განცხადების ბოლოს, სოსო მეზვრიშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ახალგაზრდებს:

,,და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებულებო, ჩვენო იმედო და სიამაყევ, ჩვენო ახალგაზრდებო, მადლობა ყველა წამისთვის, მოგონებისა და ისტორიისთვის, ჩვენ ერთად გავიზარდეთ ამ 2 წლის მანძილზე და თუ თქვენთვის ერთი დღე მაინც გავხადეთ განსაკუთრებული, ე.ი ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ, ბევრი ვიბრძოლეთ ერთად, ბევრი თავგადასავალი გამოვიარეთ... ეს არის მხოლოდ თქვენი დამსახურება. სულ ერთი წამით დაფიქრდით და გაიაზრეთ რა მოგცათ ,,სფეისმა’’, რა მოგცათ ერთმანეთმა, რა მოგცათ სფეისის გუნდმა, მიხვდებით რომ თქვენ დიდი ცვლილება განიცადეთ: გაიჩინეთ ახალი ადამინები, დაძლიეთ დეპრესიები, სახლში ჩაკეტილები, ადაპტირდით საზოგადოებაში, პირველად წახვედით ბანაკში, პირველად დაესწარით ტრენინგს, პირველად აიღეთ რამის გაკეთების ვალდებულება საკუთარ თავზე და ამაში 5 თეთრი არ დაგიხრჯვთ.
ახლა ვიხსენებთ და ვხვდებით, რომ ბევრ ორგანიზაციას დავეხმარეთ პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც, მათ ყოველთვის იცოდნენ რომ ჩვენთან, ჩვენი იმედით, შეეძლოთ ნებისმიერ საქმეს მოჰკიდებოდნენ. ასე და ამგვარად, ჩვენ ჩვენი მისია, ამ შენობაში, პირნათლად შევასრულეთ. ბევრი ელოდა რომ ამ შენობიდან ჩვენი გასვლით დამთავრდებოდა ყველაფერი, რადგან ეს ადამიანები ვერ იაზრებენ რომ, სფეისი არ არის შენობა და კედლები, სფეისი არის იდეა, ურთიერთობები, მიზნები და იმედები, რომლებიც გაგვაჩნია ყველას ერთად, ჩვენი ახალგაზრდების წყალობით. ამიტომ, ჩვენ ჯერ ახლა ვიწყებთ, გპირდებით დავბრუნდებით ბევრად ძლიერები, ბევრად მეტი იდეითა და შესაძლებლობით და ყველაზე მეტად გვჯერა, თქვენი მხარდაჭერისა და გვერდში დგომის.''
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ვახო ფიცხელაური 26 ივნისს საღამოს გაიტაცეს და ცემეს.
ვახო ფიცხელაური 26 ივნისს საღამოს გაიტაცეს და ცემეს.
18:16 / 27.01.2025
"დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი.
14:11 / 27.01.2025
,,დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა
დააბნელოთ
,,დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ
19:56 / 23.01.2025
,,ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი
გამოიწვიოს.

,,ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს.

19:35 / 21.01.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.