რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
აუდიტის ცნობით, ქარელის მერიიდან 103 300 ლარი გადაირიცხა იმ კომპანიაზე, რომელსაც თანხა არ ეკუთვნოდა
სახელმწიფო აუდიტის ცნობით, ქარელის მერიიდან 103 300 ლარი გადაირიცხა იმ კომპანიაზე, რომელსაც თანხა არ ეკუთვნოდა.

ამის შესახებ წერილობითი დასკვნა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის ნოემბერში გაუგზავნეს.

როგორც მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტერმა გვითხრა, საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტს პასუხი გაუგზავნეს, თუმცა დასკვნაში მაინც ისე წერია, როგორც თავდაპირველ ვერსიაში იყო:

,,ჩვენ გავუგზავნეთ აუდიტს პასუხი, რომ კომპანიას შეეშალა ანგარიშის ნომერი, სხვა ანგარიში მოგვცა. შემდეგ გასწორდა ეს ანგარიში, მეტი არაფერი მომხდარა'' - გვითხრა ბუღალტერმა.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ტრანზაქცია განხორციელებულია 2-ჯერ, თანაც სხვა კომპანიაზე:

,,ქარელის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც მერიასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებულ შესყიდვის ხელშეკრულებაში, მიმწოდებელს მითითებული ჰქონდა სხვა კომპანიის საბანკო ანგარიში. ხაზინის ამონაწერის თანახმად, მერიის მიერ 2022 წელს განხორციელდა 2 ტრანზაქცია და ჯამში გადაირიცხა 103.3 ათასი ლარი, იმ კომპანიაზე, რომელიც არ იმყოფებოდა სამართლებრივ ურთიერთობაში მუნიციპალიტეტთან.'' - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

საკითხით დაინტერესების შემდეგ, ქარელის მერიაში განგვიმარტეს, რომ ეს ამბავი უკავშირდება კომპანია ,,თექ ჰაივეის'', რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლების ჭაბურღილების მშენებლობას ახორციელებდა. კერძოდ, სოფლებში: საღოლაშენი, თამარაშენი და ხვედურეთი.

სამივე ტენდერში მითითებულია, რომ ვალდებულებები შეუსრულებელია.

დაუბრუნდა თუ არა უკან მერიას გადარიცხული თანხა, ამ ეტაპზე უცნობია. ქარელის მერიაში გვითხრეს, რომ ზოგადად, შეუსრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, კერძოდ, პირგასამტეხელოს დაკისრების კუთხით, ,,თექ ჰაივეისთან'' სასამართლო დავა მიმდინარეობს.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ხელშეკრულებებში ,,თექ ჰაივეის'' მითითებული აქვს სხვადასხვა ანგარიშები: საღოლაშენისა და თამარაშენის ჭაბურღილების მშენებლობაზე საქართველოს ბანკის ანგარიში, ხოლო ხვედურეთის პროექტზე - ტერაბანკის ანგარიში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2024 წლის 5 დეკემბერს, ხაშურის საკრებულოს სხდომაზე აუდიტის
დასკვნა ცნობის სახით მიიღეს.

2024 წლის 5 დეკემბერს, ხაშურის საკრებულოს სხდომაზე აუდიტის დასკვნა ცნობის სახით მიიღეს.

20:41 / 30.01.2025
,,ჩვენთვის, როგორც ქალაქის ერთადერთი თავისუფალი ახალგაზრდული
სოციალური სივრცისთვის,
,,ჩვენთვის, როგორც ქალაქის ერთადერთი თავისუფალი ახალგაზრდული სოციალური სივრცისთვის,
20:39 / 29.01.2025
ვახო ფიცხელაური 26 ივნისს საღამოს გაიტაცეს და ცემეს.
ვახო ფიცხელაური 26 ივნისს საღამოს გაიტაცეს და ცემეს.
18:16 / 27.01.2025
"დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი.
14:11 / 27.01.2025
,,დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა
დააბნელოთ
,,დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ
19:56 / 23.01.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.