რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ახალი ამბები
გაზეთის ცენზორი - რა მოხდა გორში 1912 წელს
113 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გორში, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებულმა მასალამ მაშინდელი ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია.

კერძოდ, საქმე ეხება 1912 წლის 5 დეკემბრის ნომერს, სადაც ბაირონის თარგმანი გამოქვეყნდა. თბილისის საცენზურო კომიტეტმა გაზეთის ზედამხედველს ზაქარია ქიტიაშვილს გამოუგზავნა წერილი, რომლითაც ითხოვდა გარკვევას, ნამდვილად ბაირონის თარგმანი იყო თუ არა ლექსი.

ეს ამბავი დეტალურად არის აღწერილი წიგნში ,,გორის პირველი გაზეთი'', რომელიც 2008 წელს, გორის უნივერსიტეტმა დაბეჭდა. წიგნში ვკითხულობთ:

,,ლექსი, რომელსაც საცენზურო კომიტეტი მიუთითებს კატეგორიულ წერილში, 1912 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა გაზეთ ,,ქართლის'' #64-ე ნომერში. იგი სანდრო შანშიაშვილს უთარგმნია და ასეთ დაუსათაურებია: ,,თარგმანი ბაირონიდან''.''

,,თუ რა იყო ბაირონის ამ ლექსის თარგმნისა და დაბეჭვდის მიზანი, და რატომ მოჰყვა საცენზურო კომიტეტის საკმაოდ მწვავე რეაქცია, ეს დიდი ინგლისელი პოეტის გადმოქართულებული სტრიქონებიდან იკითხება:

- მითხარ, ვიდრემდის სულს გხუთავდეს შავი წყვდიადი?

- აღსდექ და მტერსა გამოჰგლიჯე შენი მამული,

.......

- თუ მამულისთვის განიწირნენ - არა კვდებიან:

- მათი სახელი შვილიშვილსა გადაეცემა,

- მათი ამბავი გულს აღუგზნებს შემდეგ თაობას,

- ბრძოლით მოკვდება, მტრის ფეხქვეშ კი არ დაეცემა''



,,ბაირონის ლექსის პათოსის და საქმის გარკვევა საცენზურო კომიტეტმა თავის ოფიციალურ წარმომადგენელს მიანდო. როდესაც დაარწმუნეს, რომ ლექსი ნამდვილად ბაირონისაა და არავითარ საწინააღმდეგოს მთავრობისას არ შეიცავს, კომიტეტი მხოლოდ რედაქტორის გაფრთხილებით დაკმაყოფილდა.'' - აღნიშნულია წიგნში.

გორის გაზეთი ,,ქართლი'' 1912 წელს გამოუვიდა. მისი დამფუძნებელი იყო ამხანაგობა ,,ქართლი'', რომელსაც ზაქარია ქიტიაშვილი ხელმძღვანელობდა. რედაქტორი იაკობ ცინცაძე.

გორელებმა გაზეთის გამოცემის ნებართვა გუბერნატორისგან 1912 წლის 29 მაისს მიიღეს. 24 ივნისს კი პირველი ნომერი გამოვიდა. გაზეთი 1913 წელს დაიხურა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' ცნობით,
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' ცნობით,
16:56 / 06.02.2025
,,965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ ვერ იქნა შემჩნეული ვერც
საწყობის გამგის, ვერც საწყობის გამგის მოადგილეების მიერ.''

,,965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ ვერ იქნა შემჩნეული ვერც საწყობის გამგის, ვერც საწყობის გამგის მოადგილეების მიერ.''

14:04 / 06.02.2025
,,პაპაჩემის ძმა გამოიძახეს რუისში და თან მამაჩემიც წაიყვანა. გზაში
რომ მიდიოდნენ. პაპაჩემის ძმას მიეპარნენ
,,პაპაჩემის ძმა გამოიძახეს რუისში და თან მამაჩემიც წაიყვანა. გზაში რომ მიდიოდნენ. პაპაჩემის ძმას მიეპარნენ
23:47 / 05.02.2025
,,ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ვიმყოფებოდი ხაშურის მერიაში.
კომპეტენტური პირები უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე.
,,ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ვიმყოფებოდი ხაშურის მერიაში. კომპეტენტური პირები უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე.
14:50 / 02.02.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.