რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,იმ ღამით დიდთოვლობა იყო’’ - დარეჯან ჩხეიძე 100 წლის გახდა
დარეჯან ჩხეიძე დაიბადა 100 წლის წინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ყელქცეულში 1925 წლის 21 იანვარს.
,,იმ ღამით დიდთოვლობა იყო, სახლის კარი ჩამოვარდა. დიდედას ეგონა, რომ კომუნისტები მოგვადგნენ ისევ. გადაგვეფარა თურმე მე და დედაჩემს.’’ - იხსენებს ვიდეოინტერვიუში, რომელიც მისმა შთამომავალმა, თეონა ფანქველაშვილმა 100 წლის იუბილეზე ჩაწერა.
მამა, 5 თვით ადრე 1924 წლის სექტემბერში მოკლეს. მამასთან ერთად მოკლეს დარეჯანის პაპის ძმაც. მიზეზი - 1924 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებთან კავშირი. აჯანყებულები საქართველოს დემოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდნენ. ქვეყანა 1921 წლიდან ოკუპირებული იყო რუსეთის ბოლშევიკური არმიის მიერ.
ქვეყანაში სისხლიანი რეპრესიები მძვინვარებდა. კომუნისტები უმოწყალოდ ხოცავდნენ აჯანყების მონაწილეებს და მხარდამჭერებს.
დარეჯანის ოჯახის წევრებიც ამ აჯანყების მხარდამჭერები იყვნენ. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, შიდა ქართლში, ბოლშევიკებმა ყველაზე მეტი ადამიანი სოფელ რუისში დახოცეს.
როგორც მონათხრობიდან ჩანს, დარეჯანის პაპის ძმას რუისელი ქალი ჰყავდა ცოლად. პაპის ძმა, საქმის გასარჩევად, ბოლშევიკებმა სწორედ რუისში დაიბარეს.
,,პაპაჩემის ძმა გამოიძახეს რუისში და თან მამაჩემიც წაიყვანა. გზაში რომ მიდიოდნენ. პაპაჩემის ძმას მიეპარნენ უკნიდან და მოკლეს. მამაჩემი დაიჭრა. დაჭრილი ბავშვებს უნახავთ, მათ სთხოვა, რომ გააგებინეთ პაპაჩემის ძმის ცოლს და უთხარით, რომ დაჭრილი ვარო.’’ - ყვება ქალბატონი დარეჯანი.
აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა დაჭრილის შესახებ იმ კომუნისტებს უამბეს, რომლებიც თავს დაესხნენ. მობრუნდნენ და საბოლოოდ გამოასალმეს სიცოცხლეს.
,,რომ ნახეს, რომ მამაჩემიც მოკლეს, იფიქრეს, მაგის ძმა არ გვაპატიებსო. წამოვიდნენ ჩვენს სოფელში. გამოგზავნეს ნათლიმამა, იმან გაიყვანა სახლიდან და მამაჩემის ძმაც მოკლეს.’’ - იხსენებს ქალბატონი დარეჯანი.
ასე ერთ დღეში გამოასალმეს სიცოცხლეს კომუნისტებმა დარეჯანის მამა, ბიძა და პაპის ძმა. სახლში 18 ადამიანი ცხოვრობდა. შეშინებული ქალები და ბავშვები წავიდნენ სოფლიდან.
,,დედაჩემი ამბობდა, სოფელში არავინ მოგვეხმარაო, ყველა გააფრთხილეს, არავინ მიეხმაროთო. დედაჩემს ემუქრებოდნენ, შენც მოგკლავთო. თუმცა, მე მაინც დავრჩიო. ჩემი პატარა ძმები მეზობელ სოფელში, შინდისში გადაიყვანა თავისებთან. თვითონ კი სახლს ყარაულობდა. დედაჩემმა დიდი უბედურებით გაგვზარდა სამ-სამი შვილი. ‘’ - იხსენებს ქალბატონი დარეჯანი.
შინდისში გაგზავნილი პატარა ძმები შედარებით უსაფრთხოდ იყვნენ. დედას კარგი ძმები და ბიძები ყავდა მეზობელ სოფელში. ისინი ეშველებოდნენ.
,,ჩემი ძმები მეზობელ სოფელში წაიყვანა. ერთ სახლში რომ დააძინებდა, მერე მეორე სახლში მიიყვანდა და იქ დააძინებდა, რომ არ გაეგოთ კომუნისტებს. დედაჩემიც ეგრე დაიტანჯა.’’ - ამბობს ინტერვიუში.
გავიდა წლები. ბავშვები გაიზარდნენ. ჯერ ყელქცეულის 4-წლიანი სკოლა დაამთავრეს, შემდეგ შინდისში გააგრძელეს სწავლა. როგორც ე.წ. მენშევიკების შვილებს, ამცირებდნენ. დანატოვარ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი დაუთმეს. დანარჩენ ოთახებში სხვები შეუსახლეს.
1937 წელი რომ დადგა, დარეჯანის დედა კვლავ მოელოდა რეპრესიებს. რეპრესიები ამჯერად დედის ძმის ოჯახს შეეხო. ციმბირში გადაასახლეს დარეჯანის დედის ძმა.
,,კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა. დააბრალეს, ვითომ ხორბალი მოწამლა ხალხის დასახოცად. იმ დროს დაიჭირეს რაიკომის მდივანიც. სოფელში რომ ჩამოდიოდა, ბიძაჩემს ელაპარაკებოდა ხოლმეო. აბა, მაშ ვის დაელაპარაკებოდა რაიკომის მდივანი სოფელში, თუ არა თავმჯდომარეს. აი, ასეთი უბედურებები გვაქვს გადატანილი’’ - ყვება ინტერვიუში.

ამავე კატეგორიაში
![,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' ცნობით, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' ცნობით,](/pictures/4/35e62bc5ff054a45e9da599599e236b1.jpg)
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' ცნობით,
![,,965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ ვერ იქნა შემჩნეული ვერც
საწყობის გამგის, ვერც საწყობის გამგის მოადგილეების მიერ.''
,,965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ ვერ იქნა შემჩნეული ვერც
საწყობის გამგის, ვერც საწყობის გამგის მოადგილეების მიერ.''](/pictures/4/e4d0f4eaebc1d4e68758e0fa83af863e.jpg)
,,965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ ვერ იქნა შემჩნეული ვერც საწყობის გამგის, ვერც საწყობის გამგის მოადგილეების მიერ.''
![,,ლექსი, რომელსაც საცენზურო კომიტეტი მიუთითებს კატეგორიულ წერილში,
1912 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა ,,ლექსი, რომელსაც საცენზურო კომიტეტი მიუთითებს კატეგორიულ წერილში,
1912 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა](/pictures/4/df95b629a2cd2d730cb67815b4aa1b09.jpg)
,,ლექსი, რომელსაც საცენზურო კომიტეტი მიუთითებს კატეგორიულ წერილში,
1912 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა
![](/pictures/4/1b2a6a364dd9396acec55107e34c2d5b.jpg)
"მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი...
![,,ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ვიმყოფებოდი ხაშურის მერიაში.
კომპეტენტური პირები უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე. ,,ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ვიმყოფებოდი ხაშურის მერიაში.
კომპეტენტური პირები უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე.](/pictures/4/b985324c0d6c13e43a37f52f6dcbe443.jpg)
,,ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ვიმყოფებოდი ხაშურის მერიაში.
კომპეტენტური პირები უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
![](/images/temp/2016/03/21/efb27c8f2e6e37fa1487061d783cd459.png)
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
![](/images/temp/2016/06/30/d626e995ea25ffa4989b9f3d0d5de9f6.jpg)
![](/images/temp/2019/05/09/ab1087bb51302df430935c9b173eca6f.png)
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები