რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ახალი ამბები
როგორ გაქრა აგარის ქარხნის საწყობიდან 965 ტომარა შაქარი
დაცვის პოლიციამ 965 ტომარა შაქრის ქურდობის საქმეზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქმე სამსახურიდან გათავისუფლებულ სამ თანამშრომელს ეხება, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ქურდობის ფაქტზე დაცვის პოლიცია იყო პასუხისმგებელი.

კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლები სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ საწყობში შაქრის დანაკლი იყო.

თავდაპირველად, ხაშურის სასამართლომ საწყობის თანამშრომლები უკანონოდ გათავისუფლებულად ჩათვალა, ზემდგომ ინსტანციაში კი პირიქით, ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმეს.

სასამართლო სხდომაზე საწყობის ყოფილი თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ისინი თავიანთ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ და ვერც კი წარმოიდგინეს, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა. ამიტომ, მათი აზრით, ადგილი ჰქონდა ქურდობას, რაზეც პასუხისმგებლობა დაცვის პოლიციას უნდა აეღო.

სასმართლო სხდომაზე, აგარის შაქრის კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თანამდებობრივი ინსტრუქციით საწყობის გამგეს და საწყობის გამგის მოადგილეებს დაევალათ მათზე ჩაბარებული ქონებისა და დოკუმენტაციის ჯეროვანი წარმოება და დაცვა, კონტროლის განხორციელება მიბარებული ქონების დაცვაზე, რაც ვერ განხორციელდა სათანადოდ. აღწერის შედეგად დანაკლისი განისაზღვრა 48.250 ტონის ოდენობით, რაც წარმოადგენს 965 ტომარა შაქარს და ფულადი სახით 56 693.75 ლარის ოდენობით დანაკლისს.

,,ვერ უზრუნველყვეს სათანადო კონტროლის განხორციელება მიბარებული ქონების შენახვასა და დაცვაზე, რის შედეგადაც 965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ ვერ იქნა შემჩნეული ვერც საწყობის გამგის, ვერც საწყობის გამგის მოადგილეების მიერ.'' - განუცხადეს სასამართლოს კომპანიის წარმომადგენლებმა.

ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოცემულ ფაქტზე შსს ქარელის რაიონული სამმართველოს პოლიციის N1 განყოფილების წარმოებაშია სისხლის სამართლის N027021018001 საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით და აღნიშნულ საქმეში საწყობის თანამშრომლები არ ფიგურირებდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' ცნობით,
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' ცნობით,
16:56 / 06.02.2025
,,პაპაჩემის ძმა გამოიძახეს რუისში და თან მამაჩემიც წაიყვანა. გზაში
რომ მიდიოდნენ. პაპაჩემის ძმას მიეპარნენ
,,პაპაჩემის ძმა გამოიძახეს რუისში და თან მამაჩემიც წაიყვანა. გზაში რომ მიდიოდნენ. პაპაჩემის ძმას მიეპარნენ
23:47 / 05.02.2025
,,ლექსი, რომელსაც საცენზურო კომიტეტი მიუთითებს კატეგორიულ წერილში,
1912 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა
,,ლექსი, რომელსაც საცენზურო კომიტეტი მიუთითებს კატეგორიულ წერილში, 1912 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა
19:23 / 05.02.2025
,,ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ვიმყოფებოდი ხაშურის მერიაში.
კომპეტენტური პირები უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე.
,,ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ვიმყოფებოდი ხაშურის მერიაში. კომპეტენტური პირები უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე.
14:50 / 02.02.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.