რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში სუს-ის ბაზიდან პოლიციელებმა მოქალაქის ფოტო არასამსახურებივად მოიპოვეს - სასამართლო დავა
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის გორის განყოფილების თანამშრომელი,
განყოფილების უფროსი ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი
სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მისი გათავისუფლების ბრძანება უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების გადახედვა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
რა მოხდა
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პატრულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა ვ.მ-მ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ბაზიდან, ჩამოტვირთა მოქალაქის ფოტოსურათი და ვოთსაპის მეშვეობით გადაუგზავნა ამავე სამმართველოს მაღალჩინოსანს ვინმე ბ.ხ-ეს.
,,დიჯიპასის’’ ე.წ. ბორტკომპიუტერის მოწყობილობა, რომლითაც სუს-ის საინფორმაციო ბაზაში შეაღწიეს, იმყოფებოდა ამავე სამმართველოს თანამშრომლის, თ.ზ-ს პასუხისმგებლობის ქვეშ.
ფაქტზე მოკვლევა საქართველოს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.
დაიკითხნენ სამმართველოს თანამშრომლები: ბ.ხ და თ.ზ, რომლებმაც ახსნა-განმარტებაში დაადასტურეს ფოტოს მოპოვების და გადაცემის ფაქტი. თუმცა, ,,დიჯიპასზე’’ პასუხისმგებელმა პირმა განაცხადა, რომ საინფორმაციო ბაზაში შეღწევის პროცესს არ შესწრებია.
ახსნა-განმარტებების საფუძველზე გენრალურმა ინსპექციამ დასკვნა მოამზადა და დასაბუთებულად მიიჩნია ვ.მ-ს გათავისუფლება. შს მინისტრის ბრძანებით, ვ.მ სამსახურიდან გათავისუფლდა.
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოქალაქის შესახებ მონაცემები, მათ შორის, მისი ფოტოსურათი გასაჯაროებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, ამასთან ფოტოსურათი არ წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემს, შესაბამისად პირადი ინტერესისთვის ფოტოსურათის მოძიება, მოსარჩელის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას, მითუმეტეს იმგვარ გადაცდომას, რომლისთვისაც ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.
სამინისტროს წარმომადგენლის შეპასუხებით კი, სარჩელის დაკმაყოფილება ნეგატიურად აისახება ადმინისტრაციული ორგანოს კონტროლის მექანიზმზე და შეამცირებს მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას. ამგვარი გადაცდომის მიტევება და მსუბუქად მიჩნევა, ზიანს მიაყენებს მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს.
სასამართლომ მოსარჩელის სარჩელი დააკმაყოფილა და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ შემთხვევაში, გენერალურ ინსპექციას ფოტოსურათის გავრცელების უტყუარად დადასტურების მიზნით, შესაბამისი საპროცესო მოქმედებები უნდა განეხორციელებინა და მხოლოდ ახსნა-განმარტებებს არ უნდა დაყრდნობოდა.
,,საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება მოქალაქის პერსონალური ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნებისთვის გადამოწმების ფაქტი, თუმცა ფოტოსურათის გავრცელების უტყუარად მიჩნევისთვის, მხოლოდ ბ. ხ-ეის წერილობითი ახსნა-განმარტება სხვა შემხვედრი მტკიცებულების მოპოვების გარეშე, არასაკმარისია.’’ - აღნიშნავს სასამართლო.
იქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ სათანადოდ არ არის დასაბუთებული ვ. მ-ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების აუცილებლობა და არ არის განმარტებული, თუ განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისი კანონიერი მიზნების მიღწევას რატომ ვერ უზრუნველყოფდა უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენება.
,,აღნიშნული კი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პირობებში, როდესაც უტყუარად არ დასტურდება ვ. მ-ის მიერ არასამსახურებრივად მოპოვებული ფოტოსურათის გავრცელების ფაქტი და მიუხედავად წარსულში დისციპლინური გადაცდომების ფაქტის დაფიქსირებისა, სამსახურიდან გათავისუფლების დროისთვის, მოსარჩელე ითვლებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ, ხოლო ნამსახურობის პერიოდში იგი რამდენჯერმე იყო წახალისებული.’’ - აღნიშნა მოსამართლემ.

ამავე კატეგორიაში

აღნიშნულ არგუმენტს არ ეთანხმება კომპანიის ხელმძღვანელი, რომლის

განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმაც,
სადაც აღნიშნულია,

2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი
დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის

პროკურორ ოთახ დოხნაძის ცნობით, მსჯავრდებულებმა, 2023 წლის 8 აპრილს, დილის 04:30 სთ-ზე,
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები