რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გორის 8 სოფელში სასმელი წყლის სინჯები აიღეს - 5 სოფელში წყალი დაბინძურებული აღმოჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის: კარალეთის, ტყვიავის, ტირძნისის, ბროწლეთისა და ქვემო ხვითის სასმელი წყლები, განსაზღვრული მიკრობიოლოგიური მაჩვენებელების მიხედვით, დაბინძურებულია და არ შეესაბამება "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი"-ს მოთხოვნებს.

ამის შესახებ ,,ქართლის ამბებს'' სამოქალაქო განვითრების ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს. ორგანიზაციის ცნობით, სინჯები 8 სოფელში აიღეს და გაგზავნეს შპს "გ. ნათაძის სახ. სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტში''.

ამ ინსტუტის დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნულ 5 სოფელში სასმელი წყლების მოხმარება სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის მიზანშეწონილი არ არის წყლის ფაქტორით გამოწვეული ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული დაავადებების გაზრდილი რისკის გამო.

რაც შეეხება 3 სოფლის: ქიწნისის, ფხვენისის და შავშვების სასმელი წყლების მიკრობული დაბინძურება არ აღინიშნა.

ზოგადად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: კარალეთის, ქიწნისის, ტყვიავის, ბროწლეთის, ფხვენისის, შავშვების მოსახლეობა სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის იყენებენ ჭაბურღილების წყლებს, ხოლო სოფლების: ტირძნისის და ქვემო ხვითის მოსახლეობა სარგებლობს მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების წყაროს წყლებით.

განსაზღვრული ფიზიკურ ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით სოფლების: ქიწნისის, ტყვიავის, ბროწლეთის, ფხვენისის, ქვემო ხვითის სასმელი წყლები მიეკუთვნება საშუალო სიხისტის, ოპტიმალური მინერალიზაციის წყლებს.

სოფ. ტირძნისის წყაროს წყალი ძირითადად მიეკუთვნება დამაკმაყოფილებელი მინერალიზაციის, რბილ წყლებს. სოფლების კარალეთის და შავშვების სასმელი წყლები, სხვა სოფლებთან შედარებით, მიეკუთვნება მომატებული მინერალიზაციის, ხისტ წყლებს.

რეკომენდაცია:

სასმელი წყლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, იმ სოფლებში სადაც გამოვლინდა სასმელი წყლების მიკრობული დაბინძურება დადგინდეს:

1. სასმელი წყლების დაბინძურების წყაროები, მოხდეს მათი იდენტიფიკაცია დაბინძურების ხასიათის მიხედვით.

2. იმ წყალმომარაგების სისტემებზე (ჭაბურღილები, მცირემასშტაბიანი სოფლის წყალსადენი, წყარო), სადაც აღინიშნა მიკრობული დაბინძურება, ჩატარდეს: ჭაბურღილების, წყალსადენის სათავე ნაგებობების, გამანაწილებელი ქსელის და წყალშემკრები რეზერუარების რეცხვადეზინფექცია ტექნიკური რეგლამენტის – „ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის სანიტარიული წესები“ (საქართველოს მთავრობის დადგენილება №62 2014 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი) მოთხოვნების მიხედვით.

3. იმ სოფლებში, რომლებიც სარგებლობენ ჭის წყლით მოხდეს ჭის რეცვა-დეზინფექცია შემდეგი ნორმატიული დოკუმენტის: სანიტარიული წესები და ნორმების სანწდან 2.1.4. 000–00 „ჰიგიენური მოთხოვნები არაცენტრალიზებული წყალმომარაგების წყლის ხარისხისადმი.

წყაროების სანიტარიული დაცვა“ (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №297/ნ 2001 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ) მოთხოვნების მიხედვით.

4. სასმელი წყლების სათანადო გაუსნებოვნებისათვის გამოყენებული იყოს შესაბამისი მეთოდები (ულტრაიისფერი დასხივება, დაქლორვა და/ან სხვა მეთოდები, შესაბამისი ფილტრები).

5. აღნიშნული ღონისძიებების გატარების შემდეგ, დამყარდეს მონიტორინგი სასმელი წყლების ხარისხზე განმეორებითი ანალიზების ჩატარების გზით და დადებითი შედეგების შემთხვევაში გამოყენებული იქნას სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის. 

დეტალური მაჩვენებლები გამოცდის ოქმების მიხედვით:

აღნიშნულ სასმელ წყლებში განისაზღვრა შერჩეული ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები. კერძოდ, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებიდან, გაიზომა სიმღვრივე, ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებიდან - pH, ელ. გამტარობა, მშრალი ნაშთი, საერთო სიხისტე, ხოლო მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებიდან: საერთო კოლიფორმული ბაქტერიები, E. coli და ფეკალური სტრეპტოკოკი (St. faecalis).

1. სოფ. კარალეთის ჭაბურღილის წყალში (გამოცდის ოქმი N7425) გაიზომა სიმღვრივე - 0.22 NTU, ელ. გამტარობა - 0.760 mS/cm და pH -7.60, მიეკუთვნება ხისტ წყლებს (საერთო სიხისტე - 7.60 მგ.ეკვ/ლ), მშრალი ნაშთი - 465მგ/ლ-ია. აღინიშნა მიკრობული დაბინძურება, კერძოდ, დაფიქსირდა საერთო კოლიფორმული ბაქტერიები - 4 კოლონიაწარმომქმნელი ერთეული (კწე) / 300მლ, E. coli – 2კწე/300მლ და ფეკალური სტრეპტოკოკი - 2კწე/250მლ ().

2. სოფ. ქიწნისის, ჭაბურღილის წყალში (გამოცდის ოქმი N7426), აღნიშნული ჭაბუღილის წყალი არის სოფლისათვის საერთო სარგებლობის) სიმღვრივე დაფიქსირდა - 1.05 NTU, ელ. გამტარობა - 0.580 mS/cm , ხოლო pH -7.35. მიეკუთვნება საშუალო სიხისტის (საერთო სიხისტე - 3.60 მგ.ეკვ/ლ) საშუალო მინერალიზაციის (მშრალი ნაშთი - 297მგ/ლ) წყლებს. ჭაბურღილის წყალში მიკრობული დაბინძურება არ დაფიქსირდა.

3. სოფ. ტყვიავის, ჭაბურღილის წყალში (გამოცდის ოქმი N7427) სიმღვრივე დაფიქსირდა - 0.29 NTU, ელ. გამტარობა - 0.512 mS/cm , ხოლო pH -7.37. მიეკუთვნება საშუალო სიხისტის (საერთო სიხისტე - 5.20 მგ.ეკვ/ლ) დამაკმაყოფილებელი მინერალიზაციის (მშრალი ნაშთი - 319მგ/ლ) წყლებს. აღინიშნა წყლის მიკრობული დაბინძურება, კერძოდ, აღმოჩნდა საერთო კოლიფორმული ბაქტერიები - 41კწე/300მლ და E. Coli – 41კწე/300მლ.

4. სოფ. ტირძნისის მცირემასშტაბიანი წყალსადენის წყაროს წყალში, (გამოცდის ოქმი N7428) სიმღვრივე დაფიქსირდა - 0.70 NTU, ელ. გამტარობა - 0.366 mS/cm, pH – 7.38. მიეკუთვნება დამაკმაყოფილებელი მინერალიზაციის (მშრალი ნაშთი - 165მგ/ლ) რბილ წყლებს (საერთო სიხისტე 2.65მგ.ეკვ/ლ).

აღმოჩნდა წყაროს წყლის მიკრობული დაბინძურება, კერძოდ, საერთო კოლიფორმული ბაქტერიები - 8კწე/300მლ და ფეკალური სტრეპტოკოკი - 15კწე/250 მლ.

5. სოფ. ბროწლეთის ჭაბურღილის წყალში (გამოცდის ოქმი N7429) სიმღვრივე დაფიქსირდა - 0.35 NTU, ელ. გამტარობა - 0.566 mS/cm, pH – 7.50. მიეკუთვნება საშუალო სიხისტის (საერთო სიხისტე - 5.90 მგ.ეკვ/ლ), დამაკმაყოფილებელი მინერალიზაციის (მშრალი ნაშთი - 302მგ/ლ) წყლებს. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებიდან, საერთო კოლიფორმული ბაქტერიები აღმოჩნდა 2კწე/300მლ.

6. სოფ. ფხვენისის ჭაბურღილის წყალში (გამოცდის ოქმი N7434) სიმღვრივე დაფიქსირდა - 0.34 NTU, ელ. გამტარობა - 0.523 mS/cm, pH – 7.51. მიეკუთვნება საშუალო სიხისტის (საერთო სიხისტე - 5.50მგ.ეკვ/ლ), დამაკმაყოფილებელი მინერალიზაციის (მშრალი ნაშთი - 305 მგ/ლ) წყლებს. ჭაბურღილის წყალში მიკრობული დაბინძურება არ აღინიშნა.

7. სოფ. ქვემო ხვითის სასმელ წყალში (წყაროს წყალი, გამოცდის ოქმი N7435) სიმღვრივე დაფიქსირდა - 0.49 NTU, ელ. გამტარობა - 0.653 mS/cm, pH – 7.40. მიეკუთვნება საშუალო სიხისტის (საერთო სიხისტე 4.60მგ.ეკვ/ლ) დამაკმაყოფილებელი მინერალიზაციის (მშრალი ნაშთი - 296 მგ/ლ) წყლებს, აღინიშნა წყაროს წყლის მიკრობული დაბინძურება, კერძოდ, აღმოჩნდა საერთო კოლიფორმული ბაქტერიები 20კწე/300მლ, E. coli – 1კწე/300მლ და ფეკალური სტრეპტოკოკი - 1კწე/250მლ.

8. სოფ. შავშვების ჭაბურღილის წყალი (გამოცდის ოქმი N7436) მიეკუთვნება მომატებული მინერალიზაციის (მშრალი ნაშთი - 895 მგ/ლ) ხისტ (საერთო სიხისტე - 8.20 მგ.ეკვ/ლ) წყლებს. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებიდან დაფიქისრდა მომატებული სიმღვრივე - 3.77 NTU, ელ. გამტარობა - 1.324 mS/cm. ჭაბურღილის წყლის მიკრობული დაბინძურება არ აღინიშნა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პროკურორ ანა ცაგურიას განმარტებით, ქალმა და ბავშვებმა თავი შეაფარეს
ბოსელს და ელოდებოდნენ კაცის თანხმობას
პროკურორ ანა ცაგურიას განმარტებით, ქალმა და ბავშვებმა თავი შეაფარეს ბოსელს და ელოდებოდნენ კაცის თანხმობას
17:54 / 18.12.2024
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით,
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით,
17:11 / 14.12.2024
ახალი სისტემით, პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევდა.
ახალი სისტემით, პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევდა.
17:07 / 14.12.2024
ავთანდილ ტიტვინიძე 29 ნოემბერს დააკავეს. სტუდია ,,მონიტორის''
კადრებში ჩანს, რომ
ავთანდილ ტიტვინიძე 29 ნოემბერს დააკავეს. სტუდია ,,მონიტორის'' კადრებში ჩანს, რომ
16:37 / 13.12.2024
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი
კი - ხაშურიდან.
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი კი - ხაშურიდან.
20:26 / 12.12.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.