რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,სახურავი, ფანჯრები უხარისხოდ გაკეთდა'' - ექსპერტის შეფასება ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის შესახებ
ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში სახურავის, ფანჯრების
და დენის წყაროების რესტავრაცია უხარისხოდ ჩატარდა. ამის შესახებ იმ
დოკუმენტში წერია, რომელიც რიგით მესამე ეტაპის ტენდერის გამოცხადების
დროს გახდა საჯარო.
ბოლო ხუთ წელიწადში ჯამბაკურ-ორბელიანის სასახლისთვის სამი ტენდერი გამოცხადდა - ერთი 2021 წელს, მეორე - 2023 წელს, მესამე კი 2025 წლის თებერვალში.
2022-23 წლებში რეაბილიტაციისთვის 830 000 ლარი დაიხარჯა. ამჯერად, მესამე რაუნდზე, 2025 წლის თებერვალში - 1,6 მლნ ლარი გამოიყო.
2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.
უფრო კონკრეტულად:

2021 წელს განხორციელდა კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობის I ეტაპის სამუშაოები, რაც მოიცავდა შიდა ტერიტორიის გაწმენდას ნაგვისა და ჩახერგილობისგან, წყალმიმღები არხების ნაწილობრივ მოწყობას და სავალ ნაწილზე ქვაფენილის დაგებას.
2022 წელს დაიწყო ხის კარ-ფანჯრებისა და აივნების რეაბილიტაცია.
შეიცვალა გადახურვის სრული კონსტრუქცია და ბურული. ასევე იატაკების მოწყობა, სანკვანძებისა და შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის, ელ. გაყვანილობის და სუსტი დენების გაყვანილობა, ფასადისა და ინტერიერის კედლების რეაბილიტაცია.
როგორც 2024 წლის დასკვნაში წერია, აღნიშნული სამუშაოები თითქმის არ განხორციელებულა. თუმცა, 2023 წლის დოკუმენტებში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა ატვირთული, წერია, რომ სამუშაოების შესრულება დამაკმაყოფილია, ხოლო კომპანიამ თანხა სრულად მიიღო.

სააგენტოს მიერ დაქირავებული ექსპერტები პირველ რიგში, აღნიშნავენ, რომ ციხე-გალავნისა და სასახლის კომპლექსში დღეისათვის განხორციელებული სამუშაოები ძალიან მდარე ხარისხისაა და ვერაფრით აკმაყოფილებს ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის აუცილებელ ნორმებსა და სტანდარტებს.
,,მაგალითად, ახლადჩასმული ხის სარკმლის ღიობებთან თითქმის ყველგან დაზიანებულია კედლის წყობა, ჩამოტეხილი ან მცირედ მორღვეულია აგურით ამოყვანილი მოჩარჩოება, ასეთი ადგილები კი შემდეგ ულაზათოდ არის აგურითა და კირხსნარით ამოვსებული.’’ - წერია დასკვნაში.

ექსპერტის მოსაზრებით, აზომვითი სამუშაოების დროს არ იქნა გათვალისწინებული, რომ სარკმლის ღიობთა ზომები ყველა შემთხვევაში განსხვავებული შეიძლებოდა ყოფილიყო და შესაბამისად, ინდივიდუალურად უნდა მომხდარიყო მათთვის ზომების აღება;
,,ამის მაგიერ ნიმუშად აღებული ერთ ღიობის მიხედვით დამზადდა ყველა ფანჯრის ალათი, შემდეგ კი ძალდატანებით მოხდა მათი ადგილზე მონტაჟი, რაც, ცხადია, აბსოლუტურად დაუშვებელია!’’ - აღნიშნავს ექსპერტი.
დასკვნის მიხედვით, უხარისხოდაა მოწყობილი სასახლის სახურავის კრამიტის ბურულიც, რომელიც უსიამოვნო სტაფილოსფერი შეფერილობისა და, სავარაუდოდ, მდარე ხარისხის თიხის გამო, ისედაც პლასტმასისას წააგავს.
,,რეალურ პრობლემას წარმოადგენს საკმაოდ დიდი ნაპრალები, რომლებიც შენობის სახურავსა და მასთან მიბჯენილ კოშკებს შორის არის დატოვებული. ასეთი გაუმართავი სახურავის საფარი, ცხადია, ვერ უზრუნველყოფს ნაგებობათა ჰიდროიზოლაციას, წვიმის წყლისა და სეზონური ნალექების უკონტროლო დინება კი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დააზიანებს ძეგლს. ამგვარად, უპირველესყოვლისა, ვფიქრობ, აუცილებელია არსებული ხარვეზების გამოსწორება და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯეროვნად წარმოება.’’ - აღნიშნავს ექსპერტი.

რეკომენდაციები მესამე რეაბილიტაციის დაწყებამდე:
- სასახლეში უნდა გასწორდეს კრამიტის გადახურვის გაუმართავი ადგილები (იდეალურ შემთხვევაში, სასურველია, კრამიტის საფარის მთლიანად გამოცვლა და უფრო ხარისხიანი მასალით ჩანაცვლება);
- უნდა აღდგეს ახლადჩასმული ხის სარკმლის ღიობებთან დაზიანებული კედლის წყობა;
- სასურველია, აივნების ხის იატაკის წითელი შეფერილობის (რომელიც საკმაოდ უსიამოვნოდ და იაფფასიანად გამოიყურება) ბუნებრივი ხის ფერით ჩანაცვლება;
- სასურველია, ჩრდილოეთ ფასადზე, შესასვლელი კარის წინ არსებული ქვით მოშანდაკებული წინკარის ქართული ბრტყელი აგურის საფარით ჩანაცვლება;
- აუცილებელია აღდგეს სასახლის ინტერიერში არსებული ხის პარკეტი. (არ არის გამორიცხული, ფრაგმენტულად შემორჩენილი პარკეტი არა საბჭოთა დროის, არამედ თავდაპირველი იყოს. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი შენარჩუნება);
- არსებული საარქივო ფოტოს მიხედვით უნდა აღდგეს კედლის ყვავილებით მოჩითული შპალერი და დიდი ოთახის კუთხეებში არსებული დეკორატიული მხატვრობა;
- არსებული საარქივო ფოტოს მიხედვით უნდა აღდგეს ხის კარები ლითონის ვერტიკალურად დახრილი სახელურით (დასაშვებია საბჭოთა პერიოდის ანალოგიური კარების რესტავრაციაც);
- დიდად ვერ ვხედავ საბჭოთა პერიოდში გაუქმებული კედლის ღუმელებისა თუ ბუხრების გამოვლენისა და მათი აღდგენის საჭიროებას;
- ვინაიდან სასახლე-მუზეუმი უნდა იყოს საზოგადოებრივი შენობის თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტირებული, აუცილებლია, მოეწყოს შშმ პირთა გადასაადგილებელი ლიფტი (სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ფასადზე, აივნის მხრიდან);
- სასახლე-მუზეუმში აუცილებელია სველი წერტილების მოწყობა ვიზიტორთათვის (ვფიქრობ, სავსებით გამართლებულია პირველ სართულზე არსებული სველი წერტილების გამოყენება). ციხე-გალავანი და კოშკები
- ციხის გალავნის კედლების ცალკეული ფრაგმენტები საჭიროებს კონსერვაციას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ძეგლის სამომავლო რღვევისა და დაზიანების დინამიკას;
- რამდენიმე ადგილას გასამაგრებელია გალავნის კედლის დამაგვირგვინებელი ქონგურები; კონსერვაცია სჭირდება კოშკების, პრაქტიკულად, ყველა ნისკარტისებურ სალოდეს;
- ტურისტული მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, შესაძლებელია გალავანში კოშკების იმგვარად მოწესრიგება, რომ ვიზიტორს მათში შესვლისა და დათვალიერების საშუალება მიეცეს;
- ეზო ორბელიანთა ციხე-გალავნის კომპლექსის ტერიტორია არქეოლოგიური თავლსაზრისით დღემდე თითქმის შეუსწავლელია. შესაბამისად, ვფიქრობთ, აუცილებელია სიღრმისეული არექოლოგიური გათხრების ჩატარება, რაც უთუოდ ბევრ საინტერესო საკითხს მოჰფენს ნათელს.
- სასურველია, მოხდეს სასახლი ეზოს კეთილმოწყობა (ბილიკი, განათება, საპარკო სკამები) და დენდროლოგის რეკომენდაციების შესაბამისად ხემცენარეების, ნარგავებისა თუ ყვავილებით გამშვენება. ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები.

ამავე კატეგორიაში

აღნიშნულ არგუმენტს არ ეთანხმება კომპანიის ხელმძღვანელი, რომლის

განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმაც,
სადაც აღნიშნულია,

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის

ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ
გაათავისუფლეს.

პროკურორ ოთახ დოხნაძის ცნობით, მსჯავრდებულებმა, 2023 წლის 8 აპრილს, დილის 04:30 სთ-ზე,
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები