აღნიშნულ პროცესს არ დასწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, წამლების განადგურება უნდა მომხდარიყო შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათ შორის, უნდა მომხდარიყო ლაბორატორიული შემოწმება, ნამდვილად მორფი იყო თუ არა; ან კიდევ წამლები ექვემდებარებოდა თუ არა განადგურებას.
როგორც ირკვევა, მორფი ბოლო 2 წლის განმავლობაში, გორის ცენტრალური აფთიაქის მარაგში ირიცხებოდა ,,ნაშთის'' სახით.
ცენტრალური აფთიაქის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს მარაგი დაცული
იყო შესაბამისი წესით, პოლიციის შენობაში განთავსებულ საცავში.
2022 წლიდან აფთიაქებს პაციენტებისთვის მორფის გაცემის უფლება აღარ
ჰქონდათ, იმის გამო, რომ ცენტრალურ აფთიაქში ნაშთის სახით 30 ამპულა
მორფი დარჩა, აფთიაქის დირექტორი წამლების რეგულირების სააგენტოს
სისტემატიურად აწვდიდა ინფორმაციას.
2024 წლის მესამე კვარტლიდან კი სააგენტომ აფთიაქისგან ინფორმაცია ვერ
მიიღო. დაინტერესების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ამპულები უკვე
განადგურებული იყო.
როგორც ცენტრალური აფთიაქის წარმომადგენელმა განმარტა, განადგურების
მიზნით, პოლიციამ 2024 წლის მესამე კვარტალში მიმართა. მესამე
კვარტალის შემდეგ კი, მის ბალანზე აღარანაირი მორფის ამპულები
ირიცხებოდა.
,,მე დამიკავშირდნენ პოლიციიდან, რომ უნდა მომხდარიყო წამლების
განადგურება. შევამოწმეთ ყველა დეტალი, სერიის ნომრები, ყველაფერი
წესრიგში იყო და განადგურდა წამლები'' - აღნიშნა აფთიაქის
ხელმძღვანელმა.
წამლების რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ წესები
დაირღვა, როგორც წამლების განადგურების პროცესში, ასევე, იმაში, რომ
აფთიაქმა ამის შესახებ არ აცნობა სააგენტოს.
ამის საფუძველზე სააგენტომ აფთიაქის დაჯარიმების გადაწყვეტილება
მიიღო. ,,დაირღვა როგორც განადგურების წესი, ასევე არ მოგვეწოდა
ინფორმაცია. პირველ შემთხვევაში აფთიაქს შენიშვნა მიეცა. მეორე
შემთხვევაში დაჯარიმებას ვითხოვთ''
საქმე დღეს გორის მოსამართლემ რატი ჩანტლაძემ განიხილა. მოსამართლემ
პროცესზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.
Update:
ცენტრალური აფთიაქის ხელმძღვანელი, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ,
რედაქციას დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ ამპულები ონკოლოგიური
ავადმყოფებისთვის არ იყო გათვალისწინებული. თუმცა, არ აკონკრეტებს,
ვისთვის იყო გათვალისწინებული.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით

დღეს გორის სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარიძემ, პატიმრობის უზრუნველყოფით,






სტატიის გამოყენების პირობები