რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ტანას ხეობის განვითარების გეგმის პროექტი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიწუნა - რა შენიშვნები აქვს?
ტანას ხეობის განვითარების პროექტი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ
დაიწუნა. ამის შესახებ სააგენტომ წერილობით 2025 წლის 7 აპრილს
პროექტის ავტორს აცნობა.
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში, არ არის გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნის მოთხოვნები.
რა არის სკოპინგი? სკოპინგი იმ საკითხების გამოვლენაა, რომელიც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული. ამ ინფორმაციას სწორედ კი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში ეყრდნობა.
28 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში, ტანას ხეობის განვითარების პროექტის განხილვა მოეწყო. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამაც გაავრცელა.
,,როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გეგმა სამომავლოდ ხელს შეუწყობს ატენის ხეობის ორგანიზებულ განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას. რეკომენდაციების მიღება 28 მარტამდე, როგორც ბეჭდური, ისე - ელექტრონული სახით იქნება შესაძლებელი'' - ვკითხულობთ გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში.
7 აპრილს კი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბოშურში განხილული პროექტი დაიწუნა.
წერილში ვკითხულობთ:
1. ,,წარმოდგენილია გეოლოგიური საფრთხეების შემცველი მხოლოდ 7 უბანი, რაც არ ასახავს რეალურ სურათს, ვინაიდან სააგენტოს ინფორმაციით, მდ. ტანას ხეობაში უფრო მეტი გეოლოგიური პროცესებით დაძაბული უბანია (ღვარცოფული ხევები, ქვათაცვენები) იდენტიფიცირებული. ასევე ამ ცხრილში გამოყენებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენი. მსგავსი მასშტაბის პროექტისთვის მხოლოდ აღნიშნული ბიულეტენის მონაცემების გამოყენება არ არის საკმარისი და საჭიროა გეოდინამიკური პროცესების საველე პირობებში უფრო დეტალური შეფასება;
2. ,,ანგარიშში მეწყრული პროცესების საფრთხეების ზონირების რუკაზე დატანილია მხოლოდ დაბალი და საშუალო საფრთხის ზონები, თუმცა საკვლევი ტერიტორიის გეოლოგიური და მორფოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ატენის ხეობაში მეწყრის მაღალი საფრთხის არეალებიც გვხდება, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სამიზნე არეალში სააგენტოს მიერ დაფიქსირებულია რამდენიმე მეწყრული სხეული, რომლებიც საშიშროებას უქმნიან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს;
3. ,,ანგარიშში სხვადასხვა საფრთხის ზონირების რუკები შესრულებულია წვრილ მასშტაბში, რის გამოც არ იკითხება. შესაბამისად საჭიროა, რომ რუკა იყოს უფრო გარჩევადი ანუ მომზადდეს მსხვილ მასშტაბში;
4. ანგარიშში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ანალიზის საფუძველზე შემუშავებული კლიმატის საფრთხეების მოწყვლადობის მატრიცა. აგრეთვე, წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია განაშენიანების ტერიტორიაზე ექსტრემალური ამინდის მოვლენებით გამოწვეული ინფრასტრუქტურის დაზიანების თაობაზე;
5. ,,ანგარიშში საჭიროა სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული საქმიანობების ფარგლებში ზედაპირულ წყლებზე მოსალოდნელი პოტენციური ზემოქმედების კონკრეტული სახეების იდენტიფიცირება და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების ასახვა;
6. ,,ანგარიშში არ არის განხილული სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული ნულოვანი ალტერნატივა;

7. ,,ანგარიშში არ არის ანგარიშის მომზადებაში ჩართული ექსპერტების თაობაზე ინფორმაცია, კვალიფიკაციის მითითებით;
8. ,,ანგარიშში არ არის ასახული გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია ტურიზმის განვითარებისა და ტურისტული ნაკადის ზრდის გათვალისწინებით. საჭიროა განხილული იყოს ტურიზმის განვითარების ეკოლოგიური ზიანის პრევენციის კონკრეტული ზომების გათვალისწინება, მათ შორის: ვიზიტორთა გამტარუნარიანობის ანალიზი და რაოდენობის რეგულირების მექანიზმების დანერგვა;
9. ანგარიშში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინდივიდუალური დამცავი ზონების საზღვრების რუკაზე არ არის მოცემული რეკომენდაციები ზოგადი დამცავი ზონების საზღვრების
თაობაზე;
10. იქ, სადაც მითითებულია მდინარე ტანას კალაპოტის მოწესრიგების და მდინარის სანაპიროების დაგეგმარებაზე, აუცილებელია მიეთითოს ამ მდინარის წყალდაცვით ზოლის და ამ ზოლში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის შესახებ;
11. იმის გათვალისწინებით, რომ ტანას ხეობაში და ბობნევის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი ექნება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ვიზიტორების რაოდენობის
ზრდას, მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იქნას ხედვები ამ ტერიტორიების, ასევე საცხოვრებელი დასახლებების განვითარების, ეკოტურისტული ჰაბის და სარეკრეაციო გამაჯანსაღებელი ღონისძიებების გატარების, კონცეპტუალური რესტორნებისა და სხვა განაშენიანების პირობებში წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების და გამწმენდი ნაგებობების თაობაზე;
12. გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი (მაგალითად იფნარა, ყველაანთუბანი, დიდი წერეთი, პატარა წერეთი, საყავრე და სხვა) მაღალმთიან დასახლებას მიეკუთვნება, რაც არ არის აღნიშნული წარმოდგენილ დოკუმენტებში;
14. აუცილებელია მიეთითოს ხელოვნური წყალსაცავის ორგანიზების და ბობნევის ტბის შევსების ტექნიკური ნაწილის თაობაზე.
15. ხელოვნური წყალსაცავის და ბობნევის ტბის წყალდაცვითი ზოლის და იმის შესახებ, თუ როგორ იქნება დაცული წყალდაცვით ზოლში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
15. გორის მუნიციპალიტეტის ბიისი წარმოადგენს ართროლოგიური, ნევროლოგიური II-2-გ კლიმატო-ბანლეოლოგიური ტიპის კურორტს, ხოლო ატენი, საყავრე, ფელი და მათი მიმდებარე ტერიტორიები კი პროფილაქტიკური, კარდიოლოგიური II-2-გ, პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური, ნევროლოგიური III-ე საკურორტო ტიპის ადგილებს.
განვითარების გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნას ის ნორმები, რომელიც არეგულირებს და განსაზღვრავს საქართველოს კურორტებსა და საკურორტო ადგილებში საწარმოთა განთავსების, სამეწარმეო საქმიანობის, ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით სარგებლობისა და მოსახლეობის განსახლების აუცილებელ პირობებს,
ასევე ის ნორმები, რომელიც არეგულირებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ ურთიერთობებს და სხვა დარგობრივი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მოთხოვნებს; აღნიშნულის გათვლისწინებით, მიზანშეწონილია აისახოს მონაცემები საყავრესა და ფელის საკურორტო ადგილების თაობაზე. ასევე კურორტ ბიისის, ატენს, საყავრეს და ფელი-ს საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შემუშავების აუცილებლობის თაობაზე;
16. სტრატეგილი დოკუმენტით გათვალისწინებული ტერიტორია მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულისა და ალგეთის ეროვნულ პარკებს შორის, რომელსაც შეუძლია შეასრულოს აღნიშნული დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი დერეფნის ფუნქცია.
17. შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილი იყოს დეტალური ინფორმაცია ხეობაში გავრცელებული ფაუნის (არსებული და პოტენციური) მიგრაციის მარშრუტებისა და მათი სეზონური თავისებურებების შესახებ. ასევე, საჭიროა განხილულ იქნას ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს ბარიერს ცხოველთა გადაადგილებისთვის და ის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ცხოველთა მიგრაციას და ბუნებრივი კავშირების აღდგენას, მათ შორის, ეკოლოგიური დერეფნების შექმნა და არსებული ბარიერების შემცირება.
18. ასევე, საჭიროა შეფასდეს სტრატეგიული დოკუმენტით დაგეგმილი ღონისძიებები, როგორიცაა ინფრასტრუქტურული ობიექტები, ბუნებრივი ლანდშაფტის ფრაგმენტაცია და სხვა შესაძლო ბარიერები, როგორც ანთროპოგენური ფაქტორი ცხოველთა გადაადგილებისთვის.
19. გარდა ამისა, მიზანშეწონილია შეფასდეს ეკოლოგიური დერეფნების პოტენციური ქსელი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ცხოველთა პოპულაციების გენეტიკურ კავშირს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება ატენის ხეობა ინტეგრირდეს უფრო ფართომასშტაბიან ეკოლოგიურ დერეფნებში, რომლებიც დაკავშირებულია ბორჯომ-ხარაგაულისა და ალგეთის ეროვნულ პარკებთან და.აშ.

ამავე კატეგორიაში

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები