რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ვარიანი-საქაშეთის გზაზე ორი დღეა დათვს ეძებენ
გუშინ დილის დაახლოებით 10 საათზე ვარიანის მეურნეობაში დასახლებულ ტერიტორიასთან დათვი შეამჩნიეს.

საქაშეთისკენ მიმავალ გზაზე ცხოველი ჯერ ბავშვებმა დაინახეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვეფხია მდინარიძის თქმით, სავარაუდოდ, სახლიდან გაქცეულ დათვზეა საუბარი. 

,,მე ადგილზე არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მითხრეს დაუჭერიათ. ზუსტად არ ვიცი" - ამბობს ვეფხია მდინარიძე.

ვარიანის მაჟორიტარი წარმომადგენელი ვახტან ბერკაცაშვილი ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის და პოლიციის თანამშრომლები ნაკვალევს მისდევდნენ და ცხოველი ვერ იპოვეს.

,,თვითმხილველები ნამდვილად არსებობს, რეალურაც ცხოველი დაინახეს. დილის თერთმეტ საათზე დაგვირეკეს, ესეთი ამბავიაო, შემდეგ პოლიცია და გარემოს დაცვის სამინისტრო ეძებდა. ისიც არ ვიცი, იპოვეს თუ არა" - გვითხრა ვახტანგ ბერკაცაშვილმა.

როგორც ვარიანიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, დათვი დიდი ზომის ყოფილა.

გარემოს დაცვის სამინისტროდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ დათვის ძებნა უშედეგოდ დასრულდა.

,,მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება და, შესაბამისად, ჯგუფი ადგილზე დაუყოვებლივ გავიდა. ძებნის სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ ცხოველი ვერსად ნახეს" - გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ამის თაობაზე, ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ.

გამოყენებულია თემატური ფოტო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.