რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ხაშურში 600-ადგილიანი სპორტკომპლექსი შენდება
რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხაშურში მასშტაბური სპორტკომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის გიორგი ედიშერაშვილის თქმით, სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა და ხაშურის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა მოინახულეს.

იოსებ ოქრომელიძის თქმით, სპორტ კომპლექსის მშენებლობა დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების განვითარებაში.

„სპორტ კომპლექსის ტერიტორია მოსახლეობის მიერ გამოიყენებოდა ნაგავსაყრელად და მას სხვა დანიშნულება არ გააჩნდა. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში კი მივიღებთ 600 კაციან საშეჯიბრო, საჭიდაო, სატრენაჟორო დარბაზებს. ამასთანავე იქნება სასტუმრო, კვების ბლოკი. შესაბამისად, ეს იქნება სრული კომპლექტი იმისათვის, რომ მივიღოთ ნებისმიერ სახის სპორტული შეკრება ადგილობრივ თუ რეგიონალურ დონეზე. გარდა ამისა, კეთილმოეწყობა ეზოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც დაიგება 2000 მ2-ზე მეტი ხელოვნურ საფარი. სპორტ კომპლექსს აგრეთვე ექნება საკუთარი ავტოსადგომი“ – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მსგავსი ტიპის სპორტული კომპლექსი არ არსებობდა, რაც მოსახლეობის, უმეტესწილად კი ახალგაზრდობის მოთხოვნას წარმოადგენდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.