რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარებმა შინდისში ძმათა სასაფლაოს პატივი მიაგეს
დღეს პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს" გორის საოლქო ორგანიზაციამ, გორის და გორის რაიონის
მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის 11 აგვისტოს
რუსეთ-საქართველოს ომში შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნას და
დაღუპული 17 ქართველი გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
,,შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.
11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული. ბრძოლა საათზე დიდხანს გაგრძელდა. ქართველი ჯარისკაცები სადგურში მდებარე შენობებს აფარებდენ თავს, რისი მიმართულებითაც რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც.
ქართველმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გაწიეს და გმირულად დაიღუპნენ.
იმ ადგილას, სადაც 17 ქართველი ჯარისკაცი რუსულ ოკუპაციას შეეწირა დღეს პატარა სიმბოლური მემორიალია მოწყობილი, ყოველი წლის 11 აგვისტოს მათი ნათესავები, ადგილობრივი მცხოვრებნი და უბრალო მოქალაქეები მიდიან და პატივს მიაგებენ დაღუპულ გმირებს" - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,

ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,

შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები