რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილი ,,კულას" დირექტორის უკან ,,ქართულ ოცნებას" ხედავს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ,,კულას" დირექტორის უკან ,,ქართული ოცნების" ინტერესებს ხედავს.

ამის შესახებ ბადრი ბასიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით,  მმართველი ,,ქართული ოცნების" გუნდის დავალებით კომპანია ,,კულას" დირექტორი ივანე გოგლიძე ცდილობს მის ძმას ალექსანდრე გოგლიძეს კანდიდატურის მოხსნა აიძულოს.

,,მანამდეც იყო პატარა მცდელობები, მიუხედავად ამისა, ალექსანდრე გოგლიძე ჩვენი გუნდის წევრად რჩება და ის ქალაქ გორის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ერთი ძმა, ივანე გოგლიძე ,,ქართულ ოცნებაშია", ხოლო  მეორე ძმა ,,ნაციონალურ მოძრაობაში". ,,ქართულმა ოცნებამ" თავი დაანებოს ზეწოლას და ჩვენს წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას" - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

ბადრი ბასიშვილი კენჭს გორის რაიონში იყრის, ხოლო ალექსანდრე გოგლიძე - ქალაქ გორში.

2016 წლის 10 აგვისტოს კომპანია ,,კულას" მფლობელმა ივანე გოგლიძემ ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფანჯრები ჩაამტვრია.

მხარეები კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ. 

ივანე გოგლიძემ და მისმა კომპანიამ ,,კულამ" 2012 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობისგან შეღავათიანი კრედიტი საწარმოს გაფართოების მიზნით მიიღო.

2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ნაციონალური მოძრაობა" მერობის კანდიდატად ვანო გოგლიძის ძმას ალექსანდრე გოგლიძეს მოიაზრებდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მაშინ შეიცვალა. ცოტა ხანში, ,,კულას" შემოწმება შემოსავლების სამსახურმა დაიწყო.

2016 წელს ,,ნაციონალებმა" ქალაქ გორის მაჟორიტარად ალექსანდრე გოგლიძე წამოაყენა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.