რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
დაბა სურამში მე-9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში არსებული მე-9საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, შეიცვალა შენობის სახურავი, იატაკი, ელექტრო სისტემა, დამუშავდა კედლები და შეიღება როგორც ოთახები, ასევე შენობის ფასადი.

„აღნიშნული ბაღის რეაბილიტაციის პროცესი შარშან დაიწყო. გასულ წელს მოწესრიგდა წყლის და გათბობის სისტემები, შეიცვალა შენობის კარ-ფანჯრები, რაც პრიორიტეტად ჩაითვალა ჩვენს მიერ, რადგან ფასადური სილამაზე ჩვენთვის არ არის მთავარი. შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტი იყო ბავშვებს ჰქონოდათ გათბობა და მოწესრიგებული წყლის და კანალიზაციის სისტემა. წელს უკვე შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდა. ვფიქრობ, საბავშვო ბაღი უკვე მიმდინარე სააღმზრდელო წლიდან კიდევ უფრო კომფორტული და მიმზიდველი იქნება, როგორც პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის“, - აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

სურამის #9 საბავშვო ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი და იგი მიმდინარე წელს, სააღმზრდელო წლის დაწყების პარალელურად მიიღებს ბავშვებს.

დღეისათვის დარჩენილია საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგების სამუშაობი.

ბაღის რეაბილიტაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 132 749 ლარს შეადგენს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.