რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კახა კალაძემ წეროვანის დევნილთა დასახლებაში დიმიტრი ხუნდაძე წარადგინა
წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარუდგინა.

დიმიტრი ხუნდაძის მხრდასაჭერად წეროვანში ჩავიდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი და სხვა საზოგადო სახეები. დიმიტრი ხუნდაძის მხრდასაჭერად 1000-მდე ადგილობრივი მოსახლე გამოვიდა.

კახა კალაძემ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და ამომრჩეველს ოცნებისა და მისი კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დიმიტრი ხუნდაძის მიერ 4 წლის განმავლობაში საპარლამენტო მოღვაწეობაზე ისაუბრეს სოზარ სუბარმა, გიორგი ვოლსკიმ და ზაქარია ქუცნაშვილმა.

კრიტიკული იყო ზაქარია ქუცნაშვილის გამოსვლა, რომელმაც ხუნდაძის ოპონენტზე, ცეზარ ჩოჩელზე ღიად ისაუბრა და დევნილებს შეახსენა გასული წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული საქმეები, განსაკუთრებით, ახალგორის დაკარგვა და მცხეთის გაყიდული მიწები. ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ასევე ლიახვის ხეობის მკვიდრმა გურამ ვახტანგაშვილმა, რომელმაც ახალგორელებს და ხეობელებს „ქართული ოცნების“ და დიმიტრი ხუნდაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ბოლოს, ამომრჩევლის წინაშე წარსდგა თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა 4 წლის განმავლობაში კონკრეტულად წეროვნის, წილკნის და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში განხორციელებული პროექტები. ასევე, წარმოადგინა საკმაოდ გრძელი სია იმ დაპირებების, რასაც მომავალ 4 წელიწადში განახორციელებს. დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან სუფთად გაიარა სადეპუტატო პერიოდი და თავისი დაპირებების 90%-ზე მეტი აასრულა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.