რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
თემურ ხუბულური და ვალერი გელაშვილი მოსახლეობას შეხვდნენ (R)
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში“ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალხიზის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამასა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

„ ჩვენი მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი წინაპირობა განვითარებული სოფლის მეურნეობაა , რომელიც მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას ეფუძნება. 2017 წლისთვის პრიორიტეტული სწორედ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარეება. ახალხიზელების ძირითად პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგენს ,რომელიც მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. განსაკუთრებული ყურადღება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაეთმობა. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სპორტული მოედნები მოეწყობა. მომავალი თაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარების ცენტრების შექნმა, რომელიც ჩვენი ხელისფლებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს“,- განაცხადა “ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხაშურის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან განაგრძობს შეხვედრებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი.

„მინდა გითხრათ, რომ ამ რაიონში 4 წლის განმავლობაში ბევრი რამეა გაკეთებული-სოფლებში გაყვანილია გზები, განხორციელდა მათი გაზიფიცირება. დარჩენილია გარკვეული ნაწილი და კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები. დაუსრულებელი საქმეებიც არის, რა თქმა უნდა, და მე ჩავერთვები ამ პრობლემების მოგვარებაში“,-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.