რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
23 წლის მარიამ შაქარაშვილი ჩინეთში
გამოფენაზე უკვე მეორედ მიიწვიეს. მისი ნახატები ჯერ პეკინში
გამოფინეს, ამჯერად, შანხაიდან გამოუგზავნეს მიწვევა.
გერმანიის ელჩმა მარიამ შაქარაშვილის ნახატებს საკუთარი რეზიდენციაც კი, დაუთმო. გამოფენის შემდეგ სამი ნამუშევარიც შეიძინა.
ნახატებმა საქართველოს თითქმის ყველა გალერიის კედლები მოიარა.
მარიამ შაქარაშვილი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის ll კურსის სტუდენტია.
მეგობრებთან ერთად Art ჯგუფი "ფერადი კაბრიოლეტი" ჩამოაყალიბა და გამოფენებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მართავენ.
ჯგუფის ხელმძღვანელია სამხატვრო აკადემიის რექტორი, ცნობილი მხატვარი, გია გუგუშვილი.
,,ჩვენს ჯგუფს ჰქონია არაერთი წარმატება, იგულისხმება საზღგარეთ გასვლები და საერთაშორისო პროექტები, ვართ საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულნი. ჩვენი გამოფენები ხშირად იმართება საქართველოს სხვადასხვა გალერეასა და Tbc ბანკის გალერეებში, სადაც დაცულია ჩემი რამდენიმე მეგობრის ნამუშევრები." - ამბობს მარიამ შაქარაშვილი.
მისი თქმით, არტ ჯგუფის გამოფენა გერმანიის ელჩის საქართველოში, ბეტინა კადენბახის რეზიდენციაში, ორჯერ გაიმართა. სწორედ ბეტინა კადენბახი გახლავთ მარიამ შაქარაშვილის სამი ნამუშევრის მფლობელი.
რაც შეეხება ჩინეთს, სოციალური ქსელის, ფეისბუქის საშუალებით მარიამს და ჩემს მეგობარს, ბექა საყვარელიძეს ჩინეთის Art ბანკის პრეზიდენტი დაუკავშირდა და ხანგრძლივი თანამშრომლობა შესთავაზა.
,,რაც გულისხმობს ჩვენი ნახატების რეალიზებასა და პოპულარიზაციას მთელს ჩინეთში. ის რეგულარულად მართავს გამოფენებს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის პეკინში, სადაც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს მაშტაბით ბევრი ცნობილი და პოპულარული მხატვარი. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში. ამის შემდეგ ვაპირებთ ოცამდე ნახატის გაგზავნას, რასაც გულისხმობს შეთანხმება. ასევე გამოიცა კატალოგი. გამოფენას დიდი წარმატება და გამოხმაურება მოჰყვა, ეს არის ჩვენი ჩინეთთან კავშირისა და ურთიერთობის სასიამოვნო დასაწყისი და დარწმუნებული ვარ უამრავი სიახლითა და სასიხარულო ამბით გაგრძელდება." - გვეუბნება მარიამ შაქარაშვილი.
პ.ს. მასთან ინტერვიუ დასრულებული გვქონდა, როდესაც ჩინეთიდან შეატყობინეს, რომ მიწვეულნი არიან შანხაიში.
,,ფლორენცია"
ბექა საყვარელიძის ნამუშევარი ,,აბსტრაქცია"

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები