რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
თემურ ხუბულური გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა (R)
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ზარდიაანთკარის, ქორდის, მერეთის მოსახლეობას შეხვდა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების პრიორიტეტულ საკითხებზე ესაუბრა.

„ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობასთან შეხვედრა. 2008 წლის ომის შედეგად ზარდიაანთკარი ეთნიკურად ქართულმა მოსახლეობამ დატოვა.

ზარდიაანთკარელების ერთი ნაწილი დღემდე გორში, საბავშვო ბაღების შენობებში ცხოვრობს, მეორე ნაწილი კი რამოდენიმე წლის წინ, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შედეგად, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. დღეს ამ სოფელში ერთად ცხოვრობს ქართველი და ოსი მოსახლეობა“, - აღნშნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, კარგი იქნება, თუ შეიქმენა სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნული სოფლების მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს შეისწავლის.

„ვპირდები ჩემს ზარდიაანთკარელებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში მათი მოთხოვნა აუცილებლად დადგება. კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ჩვენი ხელისუფლება კვლავ განახორცილებს მშვიდობიან, პრინციპულ და რაციონალურ პოლიტიკას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შესთავაზებს იმ სარგებელსა და სიახლეებს, განვითარების და უკეთესი მომავლის პერსპექტივებს, რაც საქართველოს ევროპულ მომავალსა და განვითარებას უკავშირდება. ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება მავთულხლართების და სხვა ბარიკადების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება“, - განაცხადა თემურ ხუბულურმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.