რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
შეხვედრის ჩაშლის მცდელობები სოფლებში და ბრძოლა პლაკატებით
გორსა და ხაშურში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო სტენდებს ვერ იყოფენ. თუკი შიდა ქართლის მთავარ ქალაქში ყველა საარჩევნო ადგილი ,,ქართული პარტიის” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის პლაკატებმა დაიკავა, ხაშურში ძირითადად ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლის ვალერი გელაშვილის ფოტოებია განთავსებული. დანარჩენი

პოლი
ტიკური სუბიექტების წარმომადგენლები არათანაბარ გარემოზე საუბრობენ.

გორის მერიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი დააჯარიმა. თანხის ოდენობა თითო სტენდზე 50 ლარის ოდენობით (სულ 103 სპეციალური ადგილია) განისაზღვა. ხაშურში მმართველი გუნდის კანდიდატის ვალერი გელაშვილის პლაკატებს სხვა კანდიდატების პლაკატებს ზედ აკრავენ.

წინასაარჩევნო შეხვედრები

წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობები, ძირითადად, ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს უკავშირდება. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბადრი ბასიშვილის შეხვედრაზე, რომელიც სოფელ ფლავისმანში გაიმართა, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა აგრესია გამოხატეს.

ბასიშვილს და მის აქტივისტებს ,,ქართული ოცნების” შტაბის უფროსის ნოდარ მეტრეველის ნათესავებმა, მათ შორის, ძმამ სოფლის დატოვებისკენ მოუწოდეს.

..ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებთან კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა. ეს უთანხმოება კერძო სახლებზე პლაკატების გაკვრას უკავშირდებაო.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნუგზარ ნონიაშვილს შეხვედრა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაუშალეს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნუგზარ ნონიაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირების უკან კავთისხეველი და, ამავე დროს, ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი შტაბის უფროსი თეიმურაზ ხიზანიშვილი დგას.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მედეა აბაშიძეს წინასაარჩევნო კამპანია მმართველი გუნდის აქტივისტებმა ჩაუშალეს.

ამ ფაქტს ის ვიდეომასალა ადასტურებს, რომელიც კანდიდატმა საარჩევნო უბანზე ყოფნის დროს გადაიღო. ვიდეოში ჩანს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა – ნიკოლოზ ბიბილაშვილმა და გია ხოხაშვილმა – მაჟორიტარობის კანდიდატს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ვიდეო მედეა აბაშიძემ მას შემდეგ გადაიღო, როდესაც მის შვილს სამი პიროვნება ფიზიკურად გაუსწორდა.

,,როდესაც მოსახლეობას ვესაუბრებოდი, ხმაური ატყდა. დავინახე, რომ ჩემიშვილი ძირს გდია და სამი პიროვნება სცემს. მათ შორის, ვინმე ბიბილაშვილი. ესენი არიან მმართველი გუნდის კანდიდატის თემურ ხუბულურის ზონდერები. სწორედ, ეს პიროვნებები სხვა დროსაც შემჩნეულნი არიან მსგავს ქმედებებში” – ამბობს მედეა აბაშიძე.

როგორც ირკვევა, ერთსაათიანი ინტერვალის დაშორებით, პაატა ბურჭულაძის კანდიდატსა და მმართველი გუნდის წარმომადგენელს, ამომრჩეველთან შეხვედრები ჰქონდათ დაგეგმილი.

,,ქართული ოცნების” შტაბის უფროსი ნოდარ მეტრეველი ნიკოლოზ ბიბილაშვილისგან პოლიტიკური ოპონენტის ცემის ფაქტს გამორიცხავს. ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა, პირად საუბარში გვითხრა, რომ სავარაუდოდ, ავთანდილ ჩხეიძეს (მედეა აბაშიძის შვილს) ადგილობრივი მცხოვრებლები გაუსწორდნენ.

,,ქართული ოცნების” შტაბში ისიც გვითხრეს, რომ ავთანდილ ჩხეიძემ ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის თემურ ხუბულურის მიმართ შეიგინა.

სამსახურიდან გათავისუფლება


საინტერესო ფაქტი მოხდა გორში. ,ქართული ოცნების” მხარდამჭერი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

კერძოდ, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა, რომელიც ,,ქართული პარტიის” წევრია, აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი ,,ქართული ოცნების” ლიდერთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის გამო გაათავისუფლა.

საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარია, ბრძანებაში უთითებს, რომ ზაზა ნასყიდაშვილი 2016 წლის 31 ივლისს ,,ქართული ოცნების’ ყრილობაზე თანამშრომლებს დასწრებას აიძულებდა.

ზაზა ნასყიდიშვილის გათავისუფლებიდან ორ დღეში ილია მეტრეველი საკრებულოს წევრებმა გადააყენეს და იმპიჩმენტი მოუწყეს. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ნასყიდაშვილი თანამდებობაზე დააბრუნა.

შეხვედრებზე მოტყუებით მიყვანა

სოფელ სასირეთში, კულტურულ ღონისძიებაზე მიწვეულ გორაკის მცხოვრებლებს, ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი დაახვედრეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ამავე სოფლის მკვიდრი ლანა ბეჟიტაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, სოფელ სასირეთის საბავშვო ბაღის გამგემ ქეთევან ჭაღიაშვილმა აღსაზრდელების მშობლები შეცდომაში შეიყვანა.

,,25 აგვისტოს ჩემთან ერთად იმყოფებოდა ჩემი მეგობარი თეა დათუნაშვილი, რომელსაც ბაგა-ბაღის გამგემ ქეთევან ჭაღიაშვილმა დაურეკა და შეატყობინა, რომ მაზნიაშვილის მუზეუმთან 6 საათისათვის ღონისძიება იმართებოდა. Gარდა ამისა, ბაგა-ბაღის გამგემ ერთერთ თანამშრომელს დაურეკა და სთხოვა, სოფელში გაევრცელებინა ხმა ღონისძიების შესახებ. ” – ლანაბეჟიტაშვილი.

ლანა ბეჟიტაშვილი ამტკიცებს, რომ გენერალ Gიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმთან გამართულ პოლიტიკური შეკრება ერთერთმა მოქალაქემ გააპროტესტა, რომელიც გააჩუმეს და, რომელსაც პროვოკატორი უწოდეს.
სასირეთის საბავშვო ბაღის გამგე ქეთევან ჭაღიაშვილი სატელეფონო ზარების განხორციელებას არუარყოფს: ,,თქვენი საქმე არაა, მე ვის დავურეკავ და ვის არა, არც კი ვიცნობ ეგეთ პიროვნებას” – ამბობს ქეთევან ჭაღიაშვილი.


სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.