რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მოსავლიანობის განმსაზღვრელი ლაბორატორიული დანადგარები აშშ-ს მთავრობისგან
საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის განმსაზღვრელი ლაბორატორიული დანადგარები გადმოსცა საჩუქრად.

ამის გამო სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილეს, ტომას მორისს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ატაშეს, ელიზაბეტ ლეონარდის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ოფიცერს, შამენა გალის შეხვდა.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა USAID-ისა და USDA-ს წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის განმსაზღვრელი ლაბორატორიული დანადგარები განთავსდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, სადაც ცენტრის თანამშრომლებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის კვლევის განხორციელების საშუალება ექნებათ.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობის სფეროში ეფექტიანი ინფორმაციის შეგროვებისა და ეკონომიკური ანალიზის განხორციელების მიმართულებით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.