რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კვერნაკის დაღმართზე მეოთხე კლასელ ბიჭს მანქანა დაეჯახა
კვერნაკის დასახლებაში სკოლიდან მიმავალ მოსწავლეს მანქანა დაეჯახა.

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.  9 წლის მოზარდი ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე გადადიოდა.

,,საბედნიეროდ, მანქანის სიჩქარე ისეთი დიდი არ აღმოჩნდა, რომ უფრო მძიმე შედეგი მიგვეღო. ზურგიდან დაარტყა მანქანამ და წაქცევის დროს ჩვენმა მოსწავლემ დაზიანებები სახის არეში მიიღო" - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ექიმების განცხადებით, მოსწავლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მძღოლის განცხადებით, მანქანა გზის სავალ ნაწილზე 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. 

,,ორივე მხარეს სხვა მანქანები იდგა. მე დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით ვმოძრაობდი. მოულოდნელად ბავშვმა გადმოირბინა, დავამუხრუჭე, მაგრამ ხრეშიანი გზის გამო, გაჩერება ვერ მოხერხდა. ბავშვი მე თვითონ გადავიყვანე საავადმყოფოში" - აცხადებს მანქანის მძღოლი.

მისი თქმით, ის კვერნაკის დასახლებიდან მოძრაობდა და არა ბავშვთა საავადმყოფოს მხრიდან.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.