რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,მუდმივი" რეორგანიზაციის ცენტრი გორში - ხმაური გიორგი ნადიბაიძის გარშემო
მომღერალი გიორგი ნადიბაიძე, 2017 წლის 10 მაისს, ქალაქ გორის მერიის
,,ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის" დირეტორის
მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ეს ორგანიზაცია 2017 წლის 27 აპრილს ჩამოყალიბდა. ამ ორგანიზაციის პირველი ხელმძღვანელი ზურაბ ილურიძე იყო. ილურიძის შემდეგ დაინიშნა გიორგი ნადიბაიძე.
საჯარო რეესტრში ახალი ორგანიზაცია, ოფიციალურად, 2017 წლის 30 მაისს დარეგისტრირდა. რეგისტრაციის თაობაზე, განაცხადი, დაფუძნების დღესვე, 27 აპრილს შევიდა.
ახალ ორგანიზაციაში გაერთიანდა ოთხი ,,ააიპი" (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი), რომელთაც აღარ ჰყავთ საკუთარი დირექტორი, მოადგილე და ფინანსური მენეჯერი:
ეს ,,აიპიებია":
1. ვანო მურადელის სამუსიკო სკოლა
2. ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა
3. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,გორი"
4. მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი
როგორც აღვნიშნეთ, ოთხივე ,,აიპის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების თანამდებობები გაუქმდა.
ახალი ,,აიპის" საშტატო ნუსხა კი, ჯერ დამტკიცებული არაა, ყოველ შემთხვევაში, მერიის პრეს-სამსახურმა ასე გვითხრა.
ყოფილი დირექტორები და მათი მოადგილეები სად გადანაწილდებიან, ჯერ-ჯერობით, უცნობია. ცნობილია, მხოლოდ, ის, რომ ერთ-ერთი აიპის დირექტორის მოადგილე, ლიზი ყაზიშვილი თანამშრომელთა ნუსხაშიც ვერ მოხვდება.
დღეს, ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა (თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა წარმომადგენელმა) თამარ თედლიაშვილმა ბრიფინგი გამართა.
ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალი ,,აიპის" დირექტორი, გიორგი ნადიბაიძე სამსახურიდან უკანონოდ ათავისუფლებს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრს ლიზი ყაზიშვილს.
ჩასწორება: როგორც შიდა ქართლის საინფორმაციიო ცენტრმა გარკვია, ლიზი ყაზიშვილი ,,მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის" დირექტორის მოადგილედ, 2014-2015 წლებში, მუშაობდა.
2015 წლიდან ის სასწავლო ნაწილის სპეციალისტის პოზიციაზე გადაიყვანეს.
ეს ის ,,აიპია", რომელიც, სხვა დანარჩენ სამ ,,აიპისთან" ერთად, ერთმანეთს შეერწყა და; რომელთა საკუთარი ადმინისტრაციული თანამდებობები (დირექტორი, მოადგილე, ბუღალტერი) გაუქმდა.
ლიზი ყაზიშვილი ამბობს, რომ მისი შტატი გიორგი ნადიბაიძემ გააუქმა. თუ დოკუმენტებს შევხედავთ, ლიზი ყაზიშვილის კურატორობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის გაუქმება 27 აპრილს დაიწყო.
ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნით კი, საჯარო რეესტრს მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა, თამარ მაყიშვილმა მიმართა. გიორგი ნადიბაიძე კი, დირექტორად, ორი კვირის შემდეგ, 2017 წლის 10 მაისს დაინიშნა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენელი, ნონა ასკილაშვილი ამბობს, რომ საშტატო ნუსხის ცვლილების გარეშე, თანამშრომელთა გათავისუფლება კანონის დარღვევაა, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე შტატი გაუქმდება, ამის მიზეზი დასაბუთებული უნდა იყოს.
გორის მერია, ლიზი ყაზიშვილის შტატის გაუქმებას იმით ასაბუთებს, რომ ,,მოსწავლე-ახალგაზრობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი" აღარ არსებობს, შესაბამისად, ვეღარ იარსებებს მისი ადმინისტრაცია - დირექტორი ან/და მოადგილე.
ლიზი ყაზიშვილი ამბობს, რომ, ის სპეციალისტად მუშაობდა და, სწორედ, გიორგი ნადიბაიძე ესაუბრებოდა მას ,,თანამდებობიდან გათავისუფლებაზე".
,,მან მითხრა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დამეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძანებით მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება. მე არ დავწერე განცხადება" - აცხადებს ლიზი ყაზიშვილი.
გიორგი ნადიბაიძე ტელეკომპანია ,,დიასთან" საუბარში განმარტავს, რომ მას ,,ბრძანების" შესახებ საუბარი არ ჰქონია: ,,შევთავაზე, ერთ-ერთი სექციის ხელმძღვანელობა იმ ორგანიზაციაში, რომელსაც ვხელმძღვანელობ, რაზეც უარი მივიღე" - აღნიშნავს ნადიბაიძე.
აწ უკვე გაუქმებული ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი" 2014 წლის 16 ივლისს ქალაქ გორის მერიამ დააფუძნა.
მანამდე, თვითმმართველობის არჩევნებამდე (2014 წლის ივნისი) ამავე სახელწოდების ორგანიზაცია, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნოდა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (ხელმძღვანელი დავით რაზმაძე) ,,ცენტრი" 2014 წლის 27 აპრილს ჩამოაყალიბა.
მაშინ კოალიცია ,,ქართული ოცნება" ისევ არსებობდა, სადაც გაერთიანებული იყო რამდენიმე პარტია, მათ შორის, ,,რესპუბლიკელები" და ,,თავისუფალი დემოკრატები"
საკრებულოს თავმჯდომარის (რესპუბლიკელ დავით რაზმაძის) ხელმოწერით, გაუქმდა მანამდე არსებული სამი ორგანიზაცია:
ესენია:
1. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე (ადმინისტრაცია იყო სამეფო ქუჩაზე)
2. დავით ჩუბინიშვილის სახელობის კულტურისა და ტურიზმის ცენტრი (ადმინისტრაცია იყო კომბინატის კულტურის სახლში)
3. ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი (ადმინისტრაცია იყო ვერხვებზე, სუხიშვილის ქუჩაზე)
სამივე ორგანიზაცია გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ახალი ,აიპი" - ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი".
მაშინდელი ყოფილი ,,ორგანიზაციების" ხელმძღვანელები და თანამშრომლები გაათავისუფლეს. ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელად კი, ,,რესპუბლიკელ" დავით რაზმაძის ხელმოწერით, დაინიშნა ,,რესპუბლიკელი" ლექსო ვალიაური, ხოლო, მის მოადგილედ, ლიზი ყაზიშვილი.
ლია ზედგენიძე მუშაობდა ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში", რომლის გაუქმებითაც ჩამოყალიბდა ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი."
,,ქალბატონო ლიზა, ანალოგიურად დააწერინეთ 2013 წელს თქვენს თანამშრომლებს გათავისუფლებაზე განცხადებები, განა მათაც არ სურდათ მუშაობა? არ იცოდით, რომ თქვენთვისაც მოიცლიდნენ? სხვა თუ არა უფლის წინაშე ვაგებთ ყველა პასუხს. ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყავით იმ ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც 2013 წელს გადადგით თქვენ და ვალიაურმა." - წერს სოციალურ ქსელში ლია ზედგენიძე. მისი თქმით, იმ პერიოდში, ის საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდა და ამიტომ ხმა არ ამოიღო.

ლიზი
ყაზიშვილი საქმე

რას
წარმოადგენდა ორგანიზაცია, სადაც ლიზი ყაზიშვილი
მუშაობდა?

გააფრთხილეს თუ არა აიპიები რეორგანიზაციის
შესახებ?
ჯერ კიდევ, 2017 წლის 15 მარტს, გორის მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებმა, ქალაქ გორის მერიის აიპიების ხელმძღვანელებს და მათ თანამშრომლებს გაფრთხილების წერილები გაუგზავნეს.
ეს წერილები მედიაშიც გაავრცელეს.
ასლი იმ დროს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმაც გამოაქვეყნა.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეტყობინებები 42 ,,აიპის" ხელმძღვანელმა და მათმა თანამშრომლებმა მიიღეს.
,,გაცნობებთ, რომ დაწყებულია ააიპ-ის რეორგანიზაცია, შერწყმა, გაყოფა, რაც გამოიწვევს სამუშაო ძალის შტატების შემცირებას. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის" საფუძველზე გატყობინებთ რეორგანიზაციიდან გამომდინარე საშტატო ერთეულების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი თქვენი გათავისუფლების (ხელშეკრულების შეწყვეტის) შესახებ" - აღნიშნული იყო შეტყობინებაში.
2017 წლის 6 მარტს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის თანხმობით, მერიას, არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ ორგანიზაციებში, რეორგანიზაციის დაწყების ნებართვა ჰქონდა მიცემული. რეორგანიზაციის დაწყების საფუძვლად ,,მუნიციპალიტეტის ფინანსების ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის მიზანი" იყო მითითებული.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები