რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
უშნო შენობებს შიდა ქართლში ბადეებს ჩამოაფარებენ
ტურისტული გზების გასწვრივ მდებარე უსახურ შენობებს ბადეებს ჩამოაფარებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო. სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გოდელაძის თქმით, დაახლოებით 5 ათასი ლარის ღირებულების ჩამოსაფარებელი მასალა უკვე შეძენილია.

,,მაგალითად, გადავაფარებთ რუისში მდებარე კულტურის სახლს, რომელიც დანგრეულია და იერსახეს ამახინჯებს. ძამას ხეობამდე ასეთი ობიექტები ბევრია," - აცხადებს ვლადიმერ გოდელაძე.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ასეთ ბადეებს, ძირითადად, სახელმწიფო უწყების ბალანსზე არსებულ შენობებს ჩამოაფარებენ.

რუისის კულტურის სახლი 1985 წელს აშენდა. აქ, კინოთეატრის გარდა, საჭიდაო დარბაზებიც იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში არაფორმალური დაჯგუფებების წევრები დაბანაკდნენ. მას შემდეგ შენობა განადგურდა.

კულტურის სახლის გვერდით დგას ,,შინმოუსვლელი ჯარისკაცის" ძეგლი. ძეგლზე ფილები აყრილია. აყრილია ასევე ის ქვები, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული რუისელების გვარ-სახელები იყო გაკეთებული. რუისელებისთვის ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომში სოფლიდან 700 მამაკაცი წავიდა, საიდანაც 350 უკან არ დაბრუნებულა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის
ინფორმაციით,
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით,
20:17 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.