რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორელი ნანიკო წიქარიძე ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნანიკო
წიქარიძე ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩად აირჩიეს. 20 წლის გოგონა
გორიდანაა. ამჟამად, სასწავლებლად დანიაში იმყოფება, სადაც ერთი
სემესტრის განმავლობაში პედაგოგიურ განათლებას ეუფლება. ის, ილიას
უნივერსიტეტიდან დანიაში, კონკურსის შემდეგად გააგზავნეს.
ნანიკო წიქარიძემ სასიხარულო ამბავი, სწორედ, ევროპაში ყოფნისას შეიტყო. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში 1200-მდე აპლიკანტს შორის შეარჩიეს.
,,მაქვს პატივი ვიყო ამ დიდი კავშირის წევრი და ვეცდები, ჩემი სტატუსი მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ. ჩემი, როგორც ახალგაზრდა ელჩის საქმიანობა, დაკავშირებული იქნება კულტურისა და ფასეულობების შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ახალგაზრდებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებასთან, კერძო პირებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასთან. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ახალგაზრდა ელჩი.“ - ამბობს ნანიკო წიქარიძე.
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა წარმოადგენს „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის ნაწილს. ევროკავშირი აფინანსებს პროექტს „ღია სამეზობლო - კომუნიკაცია პარტნიორობის გაძლიერებისთვის: კავშირი მოქალაქეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ („ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლები“). სწორედ ამ პროექტის ნაწილია ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩები"..

ამავე კატეგორიაში

,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს. მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

ლაშა გოგნიაშვილი 2012 წელს ქარელის პოლიციის უფროსი იყო.

"დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული,
ადამიანების დაცვის

შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ არსოშვილი
იხსენებს იმ პერიოდს,

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა დახმარებისთვის ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართეს.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები