რედაქტორის რჩევით
კალენდარი
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 268 შიდა ქართლში გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევიდან 1 708 თბილისში, 313 აჭარაში, 636 იმერეთში, 268 კი შიდა ქართლში დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 183 099-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 150 461-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 694 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა – 313, იმერეთი – 636, ქვემო ქართლი – 281, შიდა ქართლი – 268, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397, კახეთი – 252, მცხეთა-მთიანეთი – 116, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 918 საიდანაც: 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 966, აჭარაში – 962, იმერეთში – 1 358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში – 533, აჭარაში – 154, იმერეთში – 241. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 53, იმერეთში – 62. 3 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 155 – თბილისში, 1 571 – აჭარაში, 360- იმერეთში. 20 637 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, აჭარაში -151, ხოლო იმერეთში – 28.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 182 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 664 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20 134 პირი, აჭარაში – 10 723, იმერეთში – 5 678”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გუშინ გორის მერი კოტე თავზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე
სოფელში იმყოფებოდა.

გუშინ გორის მერი კოტე თავზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში იმყოფებოდა.

12:34 / 25.04.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან:
12:26 / 25.04.2021
კასპში ადგილები არ ეყოთ, პაციენტებს მცხეთასა და გორში ანაწილებდნენ.
კასპში ადგილები არ ეყოთ, პაციენტებს მცხეთასა და გორში ანაწილებდნენ.
22:05 / 24.04.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან:
11:04 / 23.04.2021
ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებით, აპრილის თვეში არც ერთი
წარმოდგენა გაიმართება,
ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებით, აპრილის თვეში არც ერთი წარმოდგენა გაიმართება,
11:56 / 22.04.2021
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.