რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ჯარიაშენის ზოლი ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგოდ გააკეთეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში, რუსი სამხედროების მიერ გაყვანილი ზოლის შესახებ, ოსურმა მხარემ განმარტება გააკეთა.

ერგნეთის 64-ე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან დავით სანაკოევმა ისაუბრა.

მისი თქმით, ტრაქტორების მიერ გათხრილ ზოლს გზის დანიშნულება არა აქვს.

,,ეს გზა არ არის. ეს ზოლი ხანძრის საწინააღმდეგოდ გაკეთდა. ხანძრის გაჩენის შემთხვევები გასულ წლებში იყო. საქართველოს მოქალაქეები საზღვარს კვეთავენ, რაც კვლავ პრობლემად რჩება." განაცხადა დავით სანაკოევმა.

სანაკოევის თქმით, ერგნეთის შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების მხრიდა გამყოფი ხაზის გადაკვეთის 5 შემთხვევა განიხილეს.

ეს ხუთი შემთხვევა 63-ე შეხვედრიდან 64-ე შეხვედრამდე დაფიქსირდა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე ახალგორის რაიონში მერაბ ბალაშვილის საცხოვრებელი სახლის დარბევისა და გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხებს შეეხო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის დავით კობახიძის თქმით, მერაბ ბასილაშვილის საცხოვრებელი სახლის დაკავების შესახებ, ოსური მხარე ინფორმაციას მომდევნო, 65-ე შეხვედრაზე წარადგენს.

დავით კობახიძემ ქართული მხარის პოზიცია ჯარიაშენში მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტებთან საუბარშიც ჩამოაყალიბა:

„შეხვედრაზე განვიხილეთ ბოლო ბერიოდში გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ განხორციელებული სამუშაოების საკითხი. რა დროსაც ჩვენს მიერ დაფიქსირებული იქნა, რომ მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს მშვიდობასა და სტაბილურობას და უქმბის პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობას.ეს საკითხი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ქართული მხარის მიერ დაყენებული იქნება მომავალ კვირაში დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე.“


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.