რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
საგაზაფულო სამუშაოების დათვალიერება გამყოფ ხაზთან
გამყოფი ხაზის მიმდებარე 11-მდე სოფელში - ზადიანთკარი, თვაურები, არბო, ნიქოზი, ტყვიავი, შავშვები, ავლევი, დვანი, დირბი და ა.შ ხვნის სამუშაოებს მხოლოდ სახელმწიფო შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

,,მექანიზატორის" სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანას თემში სოფელ ზადიანთკარში ხვნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ოქრომელიძე დაესწრნენ.

ლამისყანას თემში, სოფელ ზადიანთკარში წელს 232.86 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. ხვნის ბარათი 406 ფერმერმა მიიღო, ხოლო აგრო ბარათი 169. სამუშაოებს შპს „მექანიზატორის“ 5 ტრაქტორი ასრულებს.

მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს შიდა ქართლის რეგიონის 69049 ფერმერი ისარგებლებს.სასოფლო სამეურნეო, ხვნის ბარათი 16097 ბენეფიციარს დაურიგდა (ერთ ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით).

ადგილობრივ მოსახლეობას ასევე აგრო ბარათებზე დაერიცხებათ აგროქულები რომლის საშუალებითაც შეეძლებათ იყიდონ, სასუქები, სათესლე მასლა, მცენარეთა მოვლის საშუალებები და ნერგები.

,,სახელმწიფოს დახმარება ახლა ყველაზე მეტად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს სჭირდებათ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მე-4 წელია საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ორიენტირებულია მცირემიწიანი ფერმერების მაქსიმალურ ხელშეწყობაზე.სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოში - ხვნის პროცესში ეხმარება ფერმერებს. პროგრამის ფარგლებში, წელს დახმარებას 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.