რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
84 წლის მოხუცს ერთი ქულა დააკლდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მცხოვრებ ნორა მჭედლიძეს სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად ერთი ქულა დააკლდა.

ამის შესახებ 84 წლის მჭედლიძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს, სოფელში რეპორტაჟის მომზადების დროს, განუცხადა.

მისი თქმით, სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა მისი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა შეამოწმეს, ხოლო, მას შემდეგ, რაც ქულები დაითვალეს, შესაბამის სარეიტინგო დონეს ერთი ქულა დააკლდა.

ნორა მჭედლიძე: "84 წლის ვარ, შვილო. მართალია, შვილები მყავს, მაგრამ არც ერთი არ მყავს სახლში, ერთი აქ სოფელში ცხოვრობს, ზევით უბანში, გაჭირვებულია, არც სამსახური აქვს და არც არაფერი. ორნი რუსეთში არიან და ასავალ-დასავალი არ ვიცი იმათი, დაკარგულებივით არიან, ერთიც თბილიშია, იმანაც რა ქნას, იქ ისწავლა, იქ დაამთავრა უმაღლესი და იქ დაიწყო ცხოვრება. თავისი თავი აქვს შესანახი. ამ პირობებში ვცხოვრობ. სოციალურ დახმარებას არ ვიცი, რატომ არ მაძლევენ, რა თვალზე დამინახეს. ერთი ქულით მეტი გაქვსო, რა არი ქულა, რა ოხრობაა. ეს ჩემი პენსია არ მადგება, წამლებში არ მყოფნის და, სოციალურს მე რატომ არ მაძლევენ, საკვირველია. რაც მე უბედურება ვნახე, ღმერთმა არავის არ აჩვენოს. მეჯვარე მყავდა ოსი, ცხინვალელი, გაბარაევი. ჩემი დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი იმის მონათლულები არიან. ურთიერთობა დაცკარგეთ ომის შემდეგ."

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის
ინფორმაციით,
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით,
20:17 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.