რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ლიახველი ოსტატ-რესტავრატორები ბერბუკში
თვითნასწავლი დავით ჟუჟნიაშვილი ლიახველ ოსტატებთან ერთად ხეზე კვეთის
ხელოვნებას ეუფლება.
თუკი ადრე ეს საქმე კარგად არ გამოსდიოდა, ახლა უკვე, ბერბუკში ბადრი გასპაროვის მიერ გახსნილ სახელოსნოში პროფესიულ დონეზე ასრულებს.
მისი ნამუშავერი, მამა გაბრიელის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი გამოსახულება სახელოსნოს ხელმძღვანელმა გვაჩვენა.
,,ლიახველი ოსტატები" - ასე ჰქვია სახელოსნოს, რომელიც სოციალური საწარმოს სახით დევნილებმა საერთაშორისო დონორების დახმარებით მოაწყეს.
საწარმოში, ძირითადად, დევნილები მუშაობენ. ბადრი გასპაროვიც ლიახვის ხეობიდანაა. ის 15 წლის განმავლობაში, ტაძრების რესტავრაციითაა დაკავებული. ამჟამად, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორია.
გუნდში პროფესიონალი ოსტატები ჰყავს. აქ შეგირდები სწავლას ელემენტარული უნარ-ჩვევების განვითარებით იწყებენ. მაგალითად, ხაზვით და ხატვით.
ქვაზე კვეთას სახელოსნოში ორი მოსწავლე მისდევს. სფეროებით მიხედვით გადანაწილება მას შემდეგ ხდება, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათი შესაძლებლობები გამოვლინდება.
,,ეს არის საგანმანათებლო დაწესებულება, სადაც ოსტატ-რესტავრატორებს გამოვზრდით. ვასწავლით დეფიციტურ პროფესიებს. მაგალითად, კირით მუშაობა ძალიან დეფიციტურია დღეს საქართველოში. ვასწავლით კრამიტზე მუშაობას, ქვაზე კვეთას. შეიძლება გარკვეულ მიმართულებას ჩვენვე ვასწავლიდეთ, მაგრამ მოგვყვავს სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებთან ლექციებს ატარებენ." - ამბობს ბადრი გასპაროვი.
შეგირდები, მათ შორის, გოგონები ორნამენტებსაც აკეთებენ. მოკლე პერიოდისთვის სახელოსნოს გარკვეული შედეგები უკვე აქვს.
კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეებს ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცემათ.
მოძრავი საწარმო ,,ლიახველი ოსტატები" დაარსდა საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის" მიერ. დაფინანსებულია ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები