რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რას ყვებიან ქიწნისელები პოლიტიკურ დაპირისპირების ფაქტზე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში ადასტურებენ, რომ პაატა
ბურჭულაძის პარტიის ,,სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატის შვილს
ავთანდილ ჩხეიძეს სცემეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივები ესაუბრნენ.
ერთერთი მოქალაქის თქმით, თავდაპირველად ავთანდილ ჩხეიძეს სპორტსმენმა და ტიტულოვანმა ჩემპიონმა კოლია გორგიშელმა დაარტყა.
ცემის მიზეზად პარტია ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის თემურ ხუბულურის მისამართით შეგინებას ასახელებენ.
,,კოლია გორგიშელმა უთხრა, რატომ შეაგინე თემურ ხუბულურსო, თუ მაგარი ხარ, ეხლა შეაგინეო. არ შემიგინებიაო, უპასუხა ბურჭულაძის კანდიდატის შვილმა. რა არ შეგიგინებიაო და შემოსცხო, ისე შემოსცხო, რომ გაისროლა" - გვიყვება ნათელა გულიაშვილი.
ავთანდილ ჩხეიძე პაატა ბურჭულაძის კანდიდატის მედეა აბაშიძის შვილია. როგორც მედეა აბაშიძე ამბობს, მისი შვილი სამმა პიროვნებამ ცემა.
,,მე როდესაც მოვიხედე, დავინახე, რომ ჩემი შვილი ძირს ეგდო და სამი ადამიანი სცემდა. " - ამბობს მედეა აბაშიძე.
ინციდენტი გუშინ შუადღეს მოხდა.
ორივე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდამჭერები იკრიბებოდნენ. ,,ქართული ოცნებისა" და პაატა ბურჭულაძის კანდიდატების შეხვედრები ერთსაათიანი ინტერვალის ფარგლებში დაემთხვა.
გუშინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჟურნალისტებს ქიწნისიდან ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუკავშირდნენ. ისინი ამბობენ, რომ თუკი ადამიანი ვინმეს შეაგინებს, ის აუცილებლად უნდა იცემოს.

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები