რეალურად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის პრობლემა გამოიკვეთა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ, 2012 წლის შემდეგ შემოღებულ პროგრამაში ხარვეზები თავიდანვე დაფიქსირდა. პროგრამის პირველ წელს ვაუჩერები ზეპირი განაცხადებით დარიგდა, თანაც, სარგებელს როგორც მცირე მიწიანი, ასევე მსხვილი ფართობების მფლობელი ფერმერებიც იღებდნენ.
,,საბჭომ იცის, რომ მაგდენი მიწა არ მაქვს" - განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა.
,,რამდენი გიწერია სიაში?" - ჰკითხა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელში მარიამ გულისაშვილმა.
,,ერთი ჰექტარი და 40 მეასედი" - უპასუხა გლეხმა.
,,აბა მაშ რა გავაკეთოთ? პირველ წელს რომ მიიღე თანხა, რატომ მაშინ არა თქვი, რომ ჰექტარიც არ გქონდა? ის საბჭო აღარ არი, მორჩა" - პასუხს პასუხი მიაგება სოფლის ,,ხელმძღვანელმა".
საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა გლეხს საჯარო რეესტრიდან ოფიციალური ამონაწერის გაკეთება ურჩია. მოგროვებულ დოკუმენტაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაგზავნიან და ეცდებიან დამატებით სიაში მოახვედრონ.
დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადება გავრცელდა. კერძოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა და მას დაემატა ქუთაისს, ფოთსა და რუსთავს შემოერთებული სოფლები .
მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა სოფლად მაცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ.
- ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
- ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით.
- ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰას ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰაზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.
- ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს “მექანიზატორი“ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს. კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია.
„აგრო ბარათით“ მომსახურებას ფერმერებს წელსაც ლიბერთი ბანკი გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლეობლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს.
მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები