რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სტატიები
ვინ შეჭამა ბალახი - პროკურატურის ეზო 2

 

მიწის ნაკვეთი პროკურატურის ყოფილი შენობის გვერდით 2002 წელს გაიყიდა. ის 1600 ლარად გორის მაშინდელი პროკურორის ალეკო სუხიტაშვილის ნათესავმა თენგიზ ქიმერიძემ შეიძინა. 2013 წელს თენგიზ ქიმერიძემ დაახლოებით 300 კვ.მ ფართი გელა ტალახაძეზე გადააფორმა. გელა ტალახაძე 2002 წელს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. ის შიდა ქართლის მაშინდელი პროკურორის ამირან ნოზაძის ნათესავია.

 

აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გორის რაიონის გამგეობამ, 2006 წელს, მინისტადიონი ააშენა. 2006 წლის ბოლოს რაიონის გამგეობები გაუქმდა, ხოლო მათ ნაცვლად, ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტები შეიქმნა. ახლადჩამოყალიბებულ გორის მუნიციპალიტეტს მემკვიდრეობით რაიონის გამგეობისგან მინისტადიონი არ მიუღია. შესაბამისად, გელა ტალახაძის პრეტენზია ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მაშინაც და დღესაც, უსაფუძვლოდ უნდა ჩათვლილიყო. რაკიღა 2006 წელს რაიონის მმართველობითი ორგანოების პირდაპირი უფლებამონაცვლე სახელმწიფო მმართველობა გახდა, გელა ტალახაძეს უფლებების ,,აღდგენა" მთავრობისგან (ეკონომიკის სამინისტროსგან), და არა თვითმმართველობისგან მოეთხოვებინა.

 

ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები კი ამ გარემოებას ყურადღებას არ აქცევენ. ისინი მზად არიან, ან სტადიონი დაანგრიონ, ან კიდევ მის სანაცვლოდ გელა ტალახაძეს კომპენსაცია გადაუხადონ.

 

საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ შეისწავლეს საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა რეკრეაციული ზონა კერძო მფლობელობაში. პაპუნა კობერიძე და რეზო გოგიაშვილი თვლიან, რომ გელა ტალახაძე კანონიერი მესაკუთრეა. 2002 წელს რეკრეაციული ზონა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში შეიყვანეს. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ასეთი ტიპის მიწის ნაკვეთები თავისუფლად შედიოდა. იმ დროინდელ აუქციონს გამგებლის მოადგილე თამარ ედიშერაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, აუქციონის კომისიას გასაყიდად, მხოლოდ, სამართლებრივად გამზადებული ობიექტების ნუსხა მიეწოდებოდა.

 

საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა გამგეობის სხდომებზე მტკიცდებოდა. რაიონის გამგებელს შესაბამის მოხსენებებს ქონების მართვის, მიწის დეპარტამენტის და არქიტექტურის სამსახურის უფროსები აწვდიდნენ. ვინ მიიღო რეაკრეაციული ზონის ,,სახელცვლის" კონკრეტული გადაწყვეტილება ამას პროკურატურა უნდა სწავლობდეს. 2013 წელს რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა ამის გაკეთება მიზანშეუწონლად ჩათვალა.

 

უფრო მეტიც, 2014 წლის 18 ივნისს ის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი უკვე წერდა. 2014 წლის 2 აგვისტოდან გორის მერია ჩამოყალიბდა. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი თემურ მანველიშვილი ამბობს, რომ ამჯერად ყოფილი გამგეობისგან მემკვიდრეობით მიღებული საკითხების მოგვარება უხდება. 

 

გახდება თუ არა გორის მერია გელა ტალახაძის არასათანადო მოპასუხე, ეს მერიის ამჟამინდელი იურისტების მარიფათზეა დამოკიდებული. ამჟამად თვითმმართველ ქალაქის მთავრობას სასამართლოს ის გადაწყვეტილება აქვს გასაბათილებელი, რომელიც 2014 წელს, დაუსწრებლად (გამგეობის იურისტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო) მოსამართლემ გამოიტანა.

 

,,საიდან გაიგეთ ეს ამბავი? ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია? მე სასამართლო გადაწყვეტილებას ველოდები" - გვითხრა გელა ტალახაძემ, საგამოძიებო ნაწილის ყოფილმა უფროსმა, შიდა ქართლის ყოფილი პროკურორის ნათესავმა.

 

იხ. პირველი ნაწილი: პროკურატური ეზო 1

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.