– ამ შინაარსის მიწვევა გორის თავადაზნაურთა საბჭოს ხელმძღვანელის ნუგზარ მაჭავარიანის მხრიდან მიმართვა 60-მდე გორელ მოქალაქეს მიუვიდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მისულ გორელებს ნუგზარ მაჭავარიანმა მოუწოდა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარი ,,ქართული ოცნების” კანდიდატს ზურაბ ჯირკველიშვილს დაუჭირონ.
მაჭავარიანმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც ოქრუაშვილის გუნდის მოსვლის შემდეგ გორს დაუბრუნდება. მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ოქრუაშვილი ხელისუფლებაში იყო. ქონების წართმევა, დემოკრატიული ღირებულებების უგულვებელყოფა, საქართველოს იმიჯის შელახვა საერთაშორისო ასპარეზზე და ა.შ.
მაჭავარიანის მიმართვა ტელეკომპანია ,,თრიალეთის” თოქ-შოუს წამყვანს თეა გიგუაშვილს არ მოეწონა. მან დაჟინებით მოითხოვა, განემარტათ, თუ რა საფრთხეებს მოიცავს ამ გუნდის მოსვლა გორის სათავეში. შეხვედრის ბოლოს კი უთხრა, რომ მის გადაცემაში არ შინაარსის ტექსტს წაიკითხავდა და თუ სურვილი ჰქონდათ, იქაც გაეცათ პასუხი. თეა გიგუაშვილი კახა ერგემლიძის ნათესავია.
გორის მერობისთვის მეორე ტურში კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრი ზურაბ ჯირკველიშვილი და ოქრუაშვილის ,,ქართული პარტიის” წევრი კახა ერგემლიძე იყრიან კენჭს. კახა ერგემლიძის მერად არჩევის შემთხვევაში ოქრუაშვილი ვიცე-მერი გახდება. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მასსა და მის გუნდს დიდი გამოცდილება აქვს და მეორე მხარეს, ყველას ერთად აღებულს, ჯობნიან.
<iframe width="560" height="315" src="//www.youtube.com/embed/6x36zOXDECk" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები