ზაზა ირემაშვილი, რომელიც წინარეხის თემში შემავალ სოფელ იდლეთში ცხოვრობს, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, პარლამენტარმა დავით ონოფრიშვილმა წარადგინა. ,,ვინც არ მიცნობთ, გალინას ძმისშვილი ვარ, მჭედლიშვილის” – ეუბნებოდა ზაზა ირემაშვილი წინარეხელებს. რაც შეეხება ია ირემაშვილს, ის 2010 წლის მოწვევის კასპის საკრებულოს წევრი იყო და 2012 წლამდე ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლად ითვლებოდა.
კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში კი გიორგი დარბიაშვილმა, რომელიც ამომრჩევლებს თავს ,,პრაგლატკით, პოლტუიმით, ტრიჩატვერტით” აწონებდა, დამაჯერებლად მოიგო. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მან 665 ხმა მიიღო, მას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ჩამორჩება, რომლის შედეგი 74-ია.
ზოგადად, კასპის რაიონის 17 თემში, კოალიცია ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატებიდან, მხოლოდ, 9 მაჟორიტარმა გაიმარჯვა.
კასპის რაიონის სოფელ დოესში ხათუნა თათანაშვილმა დამოუკიდებელ კანდიდატთან შოთა ბეგლარაშვილთან წააგო (586 ხმა/488 ხმა), ხოლო კასპის რაიონის სოფელ თელიანში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა მმართველი პარტიის კანდიდატი შალვა დემეტრაშვილი დაამარცხა. (251 ხმა/229 ხმა). დემეტრაშვილმა საოლქო კომისიაში საჩივარი დაწერა იმასთან დაკავშირებით, რომ გადასატან ყუთს, ნაცვლად ბეჟიტაშვილის დეიდისა, ატარებდა ვახტანგ ბეჟიტაშვილის დედა, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრი არ იყო.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები