რაც შეეხება სოფელ რუისს, თითქმის 5000 ამომრჩევლიან სოფელში რაიონის გამგებლობის კანდიდატმა, მე-18 ნომერმა პაატა ღვინიაშვილმა მიიღო (890 ხმა), ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა 979 ხმა. თუმცა ზაზა გულიაშვილმა რუისის სამი უბნიდან ერთ უბანზე წააგო. რაც შეეხება პარტიულ მიმართულებას, აქ, ძირითადად, მაინც ,,ქართულ ოცნებას” სცემენ პატივს. მმართველმა პარტიამ რუისში 1083 ხმა მიიღო, ,,სალომე ზურაბიშვილის პარტიამ” (18 ნომერი) 431 ხმა.
დამაფიქრებელი შედეგი აქვს ,,ქართულ ოცნებას” კიდევ ერთ ადმინისტრაციულ საზღვირსპირა სოფელ დვანში. აქ ,,ქართულმა ოცნებამ” სულ რაღაც 13 ხმით მოუგო ,,ნაციონალურ მოძრაობას”. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატს, დვანელებმა ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აირჩიეს სოფლის დეპუტატად.
დვანის პარტიული მონაცემები:
,,ქართული ოცნება” – 309 ხმა
,,ნაციონალური მოძრაობა” – 296
,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია” – 60
ზოგადად, ქარელის რაიონში ,,ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატს ზაზა გულიაშვილს არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 61%-მა მისცა ხმა, ,,სალომე ზურაბიშვილის პარტიის” წარმომადგენელს პაატა ღვინიაშვილს 24,4%-მა, ხოლო ,,ნაციონალურ მოძრაობის” კანდიდატს 14,4%-მა.
პარტიული სიით, ,,ქართულმა ოცნებამ” 9 074 ხმა მიიღო, (57.15%); ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” -2 523 ხმა (15.89%); ,,სალომე ზურაბიშვილის პარტიამ” 1 942 (12.23%); ხოლო ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანმა ოპოზიციამ” 1 340 (8.44%).
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები