აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 6 აგვისტო: ,,ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მეორეს მხრივ ვლადიმერ მანველაშვილმა დადეს ხელშეკრულება მასზედ, რომ გორში ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი 1385 კვ.მ გადაეცეს ვლადიმერ მანველაშვილს 49 წლიანი იჯარით, სასყიდლით, თვეში 150 (ასორმოცდაათ) ლარად კომერციული ფართის ასაშენებლად”. ვლადიმერ მანველიშვილი გორის პარლამენტარის თამაზ შიოშვილის სიმამრია.
აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 29 მარტი: ,,ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და მეორეს მხრივ ლია იორამაშვილი დებს ხელშეკრულებას მასზედ, რომ გორში ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ 49 წლიანი იჯარით გადაეცეს ლია იორამაშვილს, სასყიდლით,თვეში 160 (ას სამოც ლარად) კომერციული ფართის ასაშენებლად. ლია იორამაშვილი გორის საკრებულოს მაჟორიტარული სიითი ნომრის მეოთხე წევრის, თავისუფალი დემოკრატის დავით წეწვაძის რძალია.
აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 19 თებერვალი, ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მეორეს მხრივ შპს ,,კარტლის მენეჯმენტის” რობერტ რევია დებენ ხელშეკრულებას მასზედ, რომ ცხინვალის გზატკეცილის გასწვრივ, სოფელ კარალეთში 1976 კვ.მ რობერტ რევიას, 59 წლიანი იჯარით გადაეცეს სასყიდლით, თვეში 300 (სამას ლარად) კომერციული ფართის ასაშენებლად. რობერტ რევია პატრულის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის მალხაზ კასრაძის ახლო ნათესავია.
აღნაგობის ხელშეკრულება, 2014 წლის 21 იანვარი, ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მეორეს მხრივ არჩილ შერმადინი დებენ ხელშეკრულებას მასზედ, რომ გორში ცხინვალის გზატკეცილზე 4997 კვ.მ გადაეცეს არჩილ შერმადინს 49 წლიანი იჯარით, სასყიდილით, თვეში 750 (შვიდას ორმოცდაათ) ლარად სამაცივრე, სასწყობე და საწარმოო ფართის ასაშენებლად. სწორედ ამ მიწის ფართს უკავშირდება ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვით ადრე ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელის დაკავება. ციტატა 2013 წლის 13 დეკემბრის პრესრელიზიდან, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა: ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, 1960 წელს დაბადებული გიორგი მერლანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. როგორც შსს ამტკიცებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მერლანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 30 000 აშშ დოლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”
აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 9 აგვისტო, ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მეორეს მხრივ ვასილ სიდამონიძე დებენ ხელშეკრულებას მასზედ, რომ გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, 1000 კვ.მ მიწა 49 წლიანი იჯარით გადაეცეს ვასილ სიდამონიძეს, სასყიდლით, თვეში 150 ლარადკომერციული ფართის ასაშენებლად. ,,ვასილ სიდამონიძე დავით რაზმაძის ბავშვობის მეგობარია.” – გვითხრეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.
აღნაგობის ხელშეკრულება, 2013 წლის 5 დეკემბერი, ერთის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მეორეს მხრივ იოსებ მაკრახიძე (სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი) დებენ ხელშეკრულებას მასზედ, რომ გორში, მშვიდობის გამზირზე, გამწვანების ზოლზე, 469 კვ.მ გადაეცეს იოსებ მაკრახიძეს სასყიდლით, თვეში 150 ლარად კომერციული ფართის ასაშენებლად.
რაც შეეხება შპს ,,ელიტ-სერვისს” და მის სახელზე გაფორმებულ მიწის ნაკვეთს, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი განგაშს ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ტეხდა, როდესაც ცხინვალის გზატკეცილზე მწვანე ნერგებს ჩეხდნენ. ეს მიწა დაახლოებით 4 000 კვ. მ 49 წლიანი იჯარით 600 ლარად გაქირავდა თვეში.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები