ავტომანქანების შეჯახების შემდეგ ადგილზე პატრულის თანამშრომლები მივიდნენ, დაიწყეს ნახაზების შედგენა. გოჩა მაისურაძე ამბობს, რომ ნახაზების მიხედვით პატრულის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მართალი იყო. ,,ამ დროს მეორე მანქანის მფლობელმა, რომელსაც მანდილოსანი მართავდა, დარეკა ტელეფონზე და ეხლავე გაჩვენებთ ვინაა მართალიო. მოვიდნენ შავი მერსედესით ნასვამები, ერთ-ერთი მაღალი ნასვამი იყო და პირდაპირ დაგვიწყეს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვიყავით მტყუანები. დედაჩემს ერთ-ერთმა მათგანმა ყელში წაუჭირა” – ამბობდა გოჩა მაისურაძე.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შემთხვევის ადგილზე მაშინ მივიდა, როდესაც გოჩა მაისურაძის დედასა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ მალხაზ კარსაძეს შორის კამათი მიმდინარეობდა. ისინი ერთმანეთს ხელით შეეხნენ. მალხაზ კასრაძე ამბობდა, რომ მანდილოსანი მანქანას ეხებოდა. მანქანაში კი საჭესთან საპატრულო პოლიციის ქალაქის სამმართველოს უფროსი იჯდა. მალხაზ კასრაძე კი რეგიონლური სამმართველოს უფროსია. გოჩა მაისურაძე ცდილობდა, რომ პატრულთან მომხდარი გაუგებრობა საკუთარ ფოტოკამერაზე დაეფიქსირებინა. 2 საათიან გაურკვევლობაში გოჩა მაისურაძის მეუღლე ცუდად გახდა და მას სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც კი დაჭირდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიება კი ხელახლა დაიწყეს.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები