რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სტატიები
ჟურნალისტების ,,ხელისშემშლელთა” განათლება

აღნიშნული საბოლოო გადაწყვეტილება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ჯერ არ ჩაბარებია. ადმინისტრაციულ საჩივარში მოხსენიებულია აპარატის უფროსი ვახტან პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თათანაშვილი, საკრებულოს სპეციალისტები – რატი თათხაშვილი, გიორგი მიგრიაული და ჟუჟუნა აბაიაძე – პარკაძე.

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული ოფიციალური წერილით ირკვევა, რომ საკრებულოს აპარატის უფროსს ვახტან პაპაშვილს დამთავრებული აქვს კასპის დამოუკიდებელი ინსტიტუტი 2007 წელს. ინსტიტუტი 1997 წელს დაარსებულა. ხოლო პაპაშვილის დიპლომზე აღნიშნულია, რომ დოკუმენტი რიგით მე-19 დიპლომია. როგორც ჩანს, 1997 წლიდან 2007 წლის 27 ივნისამდე ,,კასპის დამოუკიდებელ ინსტიტუტი” სულ 19 სტუდენტს დაუმთავრებია. საჯარო რეესტრში ამ ინსტიტუტის შესახებ მხოლოდ რესგიტრაციის თარიღია ,,დაცული”.

 

აღნიშნული ინსტიტუტის ბეჭდით საინტერესო დოკუმენტი მოგვაწოდა კასპის საკრებულომ. საქმე ეხება საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მდივანს ჟუჟუნა აბაიაძე-პარკაძეს. მას ორი დიპლომი აქვს. ერთი, რომელიც 1986 წლით თარიღდება და წარმოადგენს თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიულ ტექნიკუმის მიერ გაცემულ დოკუმენტს, ხოლო მეორე – კასპის დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ გაცემულ დიპლომს. ეს მეორე დიპლომი 1998 წლით თარიღდება. აღნიშნულ დიპლომში წერია, რომ ჟუჟუნა პარკაძე კასპის დამოუკიდებელ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც ამ ინსტიტუტის ოფიციალური რეგისტრაციის თარიღი 1997 წელია.

 

ნუმერაციის მიხედვით კი ჟუჟუნა აბაიაძე – პარკაძის დიპლომი უფრო გვიანდელია, ვიდრე ვახტანგ პაპაშვილის. ჟუჟუნა აბაიაძე-პარკაძის დიპლომის ნომერი AA 0023024, ხოლო ვახტანგ პაპაშვილის, რომლის დიპლომი 9 წლით გვიანდელია, ნომერია: AA 000019

 

რატი თათხაშვილს, მხოლოდ, საჯარო სკოლის ატესტატი აქვს, გიორგი მიგრიაულს კი ამჟამად ლიკვიდრებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომი, გაცემული 2010 წლის 1 სექტემბერს. საჯარო რეესტრის ამონაწერში კი წერია, რომ სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კოდი 211328703″ რეგისტრირებულია 2011 წლის 29 დეკემბერს. ანუ დიპლომის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ.

 

კასპის საკრებულოდან არ მიგვიღია ხელმძღვანელი პირების დიპლომები.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.