,,მე ხომ გითხარი, რომ გრაფიკი ისე შეგედგინა, რომ წყლით ჯერ რუისის წინაუბანს ესარგებლა, შემდეგ ურბნისს. ჰო და, ადგები იმ განცხადებებს შეცვლი, რომელიც სოფელში გამოაკარი და ახალ გრაფიკს შეადგენ. რუისელები ,,ხიტრულად”, თქვენთვის სასიკეთოდ მოიქეცით” – განუცხადა რაიონის გამგებელმა რუისის რწმუნებულს.
,,ვერ შევცლი, ბატონო ზაზა, ხალხი ამიჯანყდება” – ცხარობდა რუსისის გამგებელი.
,,შეცვლი, რასაც გელაპარაკები, იმას გააკეთებ”- პასუხობდა რაიონის გამგებელი.
ურბნისის გამგებელი ცირა ინდუაშვილმა განაცხადა, რომ გრაფიკის მიხედვით 30 ივნისი ,,უბრნისის დღე” იყო, მაგრამ, რუისის წინაუბნის გამო, ურბნისელები წყლით ვერ სარგებლობენ.
,,ამიტომ გითხარი, რომ გრაფიკში ჯერ წინაუბანი უნდა ჩაგესვა და შემდეგ ურბნისი. წინაუბანი რომ მორწყავდა მიწებს, მერე ურბნისში წასულ წყალს წინაუბნელები აღარ წაართმევდნენ” – უხსნიდა რაიონის გამგებელი რუისის რწმუნებულს.
საკითხს ,,ნათელს” ჰფენს ის გარემოებაც, რომ სამელიორაციო სამსახურის ხელმძღვანელი დადეშელიც რუისელია. დადეშელის მიმართ პრეტენზიები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, გორის რაიონის სოფელ ვარიანის რწმუნებულმა ვახტანგ ბერკაცაშვილმაც გამოთქვა, რომლის თქმით, სწორედ, რუისელების ინტერესების სასარგებლოდ, ვარიანის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფლებს სარწყავი წყალი გრაფიკის დარღვევით მიეწოდებათ. ერთი სიტყვით, ისეთი სურათი იკვეთება, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი სოფელი რუისი სხვა სოფლებს ,,ჩაგრავს”.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები