ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. მოწმეები კასპის პოლიციაში იკითხებიან. სისხლიანი გარჩევა კი ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო. ავთანდილ გოგიაშვილსა და კახა ღვინაძეს შორის კამათი ყანის მკის დროს მოხდა. პირველადი ინფორმაციით, გოგიაშვილი შპს ,,მექანიზატორის" წარმომადგენლისგან საკუთარი ყანის დროულად აღებას სთხოვდა, რაზედაც უარი მიიღო.
არსებობს კიდევ ერთი მოტივი, რამაც ერთ თემში მცხოვრები ორი პიროვნების ურთიერთობა მძიმე დაპირისპირებაში გადაზარდა. ავთანდილ გოგიაშვილის შვილი სოფელ ლამისყანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი იყო, სოფელში, რაიონის გამგებლის წარმომადგენლად, კახა ღვინაძის დანიშვნა. გოგიაშვილსა და ღვინაშვილს შორის დაძაბულობა ამასაც უკავშირდება.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს მუშაობა. ,,პიროვნება დადგენილია, მის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება" - გვითხრეს პრესსამსახურში.
იხ. ვიდეო: ,,კასპის საკრებულოს თავმჯდომარედ ავთანდილ გოგიაშვილის არჩევა" (2013 წლის 23 აგვისტო)
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები