რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სტატიები
,,ვითხოვთ შეაჩერონ სოციალურად დაუცველის გამოსახლება" - ,,მაკლერული" ამბავი

2011 წელს რამან ანესაშვილს თანხა, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაჭირდა. ყიდვა-გაყიდვის ბიუროს წარმომადგენლის ირმა ქარქუსაშვილის მეშვეობით ფული არსენა ტოროშელიძისგან ისესხა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად მხარეებს შორის ,,უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება" გაფორმდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ფულის სესხების ნაცვლად რამან ანესაშვილმა სახლი ,,გაყიდა".

 

სახლი, დაახლოებით 15 ათასი დოლარის ღირებულებისაა. ასე აფასებს ქონებას მისი პატრონი.  ნასყიდობის ხელშეკრულება კი 3600 დოლარზე დაიდო. გარიგების დროს, როგორც რამან ანესაშვილი აცხადებს, მყიდველს, მხოლოდ, 3000 დოლარი გამოართვა. ხელშეკრულების ვადა 3 თვე იყო.

 

რამან ანესაშვილი მსესხებელს, არსენ ტოროშელიძეს, ყოველთვიურად, 200 დოლარს უხდიდა. ეს  2012 წლის მარტამდე, 6 თვე, გაგრძელდა. ჯამში 1200 დოლარი..

 

2012 წლის მარტში არსენ ტოროშელიძემ სახლი გვანცა წკრიალაშვილს გადაუფორმა. ვალის მემკვიდრე გვანცა წკრიალაშვილი გახდა. გვანცა წკრიალაშვილი დარჩენილ თანხას და პროცენტს სთხოვდა რამან ანესაშვილს. როგორც ანესაშვილის ადვოკატი მერაბ დაღელაშვილი ირწმუნება, სახლის ახალ ,,მეპატრონეს" ანესაშვილმა ორ თვეში 560 დოლარი მისცა.

 

2012წლის 25 მაისს გვანცა წკრიალაშვილმა სახლი მოქალაქე ეკატერინე გვიმრაძეზე გააფორმა.  ვალის მემკვიდრე ახლა ეკატერინე გვიმრაძე გახდა.

 

მერაბ დაღელაშვილი: (ადვოკატი): 2012 წლის 25 მაისიდან ეკატერინე გვიმრაძე რამან ანესაშვილისგან იღებდა თვეში 350 დოლარს. მოტყუების გზით ჯამში 5250 დოლარი მიიღო.  ეკატერინე გვიმრაძემ, ჯერ კიდევ, 2013 წლის 19 მარტს, გორის შს სამმართველოს უფროსს დავით ბუხრაძეს ანესაშვილის გამოსახლების მოთხოვნით მიმართა. რამან ანესაშვილმა როგორც კი მისცა მას 1050 დოლარი, შეაჩერებინა გამოსახლება და გააგრძელა თანხის მოთხოვნა"

 

ადვოკატი მერაბ დაღელაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რამან ანესაშვილს ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან (გვანცა წკრიალაშვილთან და ეკატერინე გვიმრაძესთან) არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა, რომ მათთვის თანხა ეხადა.

 

,,მოქმედებდნენ რა ერთსა და იმავე ყიდვა-გაყიდვის ბიუროში, ერთი და იმავე მაკლერის მეშვეობით, მოტყუებით მიიღეს 7010 დოლარი და ქონებაც მათ საკუთრებაში იყო. ზემოთ მითითებული თანხის გარდა, ანესაშვილი მაკლერსაც საშუამავლო თანხას (ჯამში - 650 დოლარი) უხდიდა.. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვალდებულები იყვნენ ვალის ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი მიეცათ, არც ერთ მათგანს ასეთი დოკუმენტი არ გაუცია, რადგან მოქმედებდნენ წინასწარი განზრახვით" - წერია განცხადებაში, რომელიც ადვოკატებმა ნონა კირთაძემ და მერაბ დაღელაშვილმა პოლიციას მიმართეს..

 

ადვოკატები გორის შს სამმართველოს თხოვს, შეაჩეროს გასახლების პროცედურები, დაიწყოს გამოძიება თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დააბრუნონ ქონება და თანხა უკან, ხოლო მოწმეების წარდგენის უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში, თავადვე მოახდენს.

 

გვანცა წკრიალაშვილი ადვოკატების ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და ის მოვლენებს ასე აღწერს:

 

,,მე დამიკავშირდა მაკლერი და მითხრა, რომ არის პიროვნება, რომელსაც ჭირდებოდა გარკვეული თანხა და გარკვეული ვადით ჩემგან ისესხებდა თანხას. ყოველთვიურად პროცენტს გადამიხდიდა და ვალის ვადის გასვლის შემდეგ თანხას სრულად დამიბრუნებდა. მივედით მაკლერთან ოფისში, იქ დამხვდა რამან ანესაშვილი. საუბრის შემდეგ მითხრა, რომ მას ნასესხები ჰქონდა ბატონ ტოროშელიძესგან და, ამის საფუძველზე, ამ ბატონზე ჰქონდა ბინა გაფორმებული. ტოროშელიძე სთხოვდა ფულს, რადგან თანხა ესაჭიროებოდა. შევთანხმდით ასე, რომ რამან ანესაშვილი ჩემგან ისესხებდა ფულს, ამ ფულს გადასცემდა ტოროშელიძეს, ხოლო ტოროშელი ქონებას მე გადმომიფორმებდა. საჯარო რეესტრში მაკლერის თანდასწრებით ქონება გადმოვიფორმე, ხოლო თანხა ტოროშელიძის და მაკლერის თანდასწრებით მივეცი რამან ანესაშვილს. მე და რამანი შევთანხმდით, რომ ვალი 3 თვეში დაბრუნებულიყო, ხოლო ყოველთვიურად პროცენტი გადაეხადა. პირველი გადახდა დათქმულ დროს მოხდა. მეორე გადახდა, პროცენტი დათქმულ დროს არ გადამიხადა. ერთი კვირის განმავლობაში  ვერ ვუკავშირდებოდი. შემდეგ მივედი მაკლერთან და ვუთხარი, რომ ტელეფონი გამომირთო. მე და მაკლერი წავედით რამანისთან სახლში. ვნახეთ, დაველაპარაკეთ და ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა მე მასთან შეთანხმების გაგრძელება და ერთი კვირის ვადაში დაებრუნებინა თანხა სრულად. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა მაკლერმა და მითხრა, რომ გამოჩნდა კლიენტი, ვინც რამანის ასესხებდა ფულს, შემდგომში კი რამანი მე დამიბრუნებდა თანხას. რამანიმ მითხრა, რომ მე უნდა გადამეფორმებინა ქონება ეკატერინეზე, შემდეგ ეკატერინე მიასესხებდა მას გარკვეულ თანხას და რამანი ჩემს ვალს დამიბრუნებდა. საჯარო რეესტრში ეკატერინემ ფული გადასცა რამანს, რამანიმ კი დამიბრუნა ჩემი თანხა" - წერს თავის განცხებაში გვანცა წკრილაშვილი, რომელიც პოლიციის გამომძიებელს წარუდგინეს.

 

დანარჩენ პირებს, ჯერ-ჯერობით, წერილობითი პასუხები არ გაუკეთებიათ და, შესაბამისად, მათი პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია. საადვოკატო ბიურომ კლიენტის ინტერესების დასაცავად წერილობითი მიმართვები ფულის გამსესხებლებს და შუამავლებს გაუგზავნა, თუმცა მათგან პასუხი, გარდა გვანცა წკრიალაშვილისა, ჯერ არ დაბრუნებულა. საადვოკატო ბიურო წერილების მიღების შემთხვევაში მათ გასაჯაროვებასაც აპირებს.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.