პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ილია კიტრიაშვილი საკრებულოს წევრებისგან ვახტანგ ხათაშვილის სასარგებლოდ მხარდაჭერას ითხოვდა. მათ შორის კოალიციის მხირდანაც. მისი თქმით, კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მხოლოდ, საკუთარ კანდიდატებს უჭერენ მხარს. ,,ნუ დაამსგავსებთ ფაშისტურ გადაწყვეტილებას" - განაცხადა ილია კიტრიაშვილმა, რომელსაც კოალიციის წევრების მხრიდან ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
ვახტანგ ხათაშვილი სოფელ ხოვლის მაჟორიტარია. მან კასპის პოლიციის უფროსის სოფელში ,,ქართული ოცნების" კანდიდატი დამაჯერებლად დაამარცხა. პროფესიით ინჟინერია, სოფელში ფერმერულ მეურნეობას მისდევს, განავითარა მეფუტკრეობა.
ქეთევან წურწუმია კი ასპარეზზე 2012 წელს სააგენტო ,,ინფო9"-ის ჩამოყალიბების შემდეგ გამოჩნდა. სააგენტოს გაუქმების შემდეგ (6 თვეში) ის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრესსამსახურად დანიშნეს, საიდანაც 3 თვეში გაათავისუფლეს. შემდეგ მუშაობა ტელეკომპანია ,,თრიალეთში" დაიწყო. პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრი ,,თრიალეთში" თვეზე მეტ ხანს დარჩა. შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სპეციალისტად გააფორმეს. ამ თანამდებობაზე 2014 წლის თებერვლის ბოლოდან მუშაობდა.
საბოლოოდ, კენჭისყრა ქეთევან წურწუმიას სასარგებლოდ დამთავრდა. მას 17-მა დეპუტატმა, ხოლო ვახტანგ ხათაშვილს 13-მა დეპუტატმა მისცა. ხმა.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები