საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემების მიხედვით, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული მანქანების უდიდესი ნაწილი გერმანიას ეკუთვნოდა და 5 წელია ლიდერობას არც ერთ სახელმწიფოს უთმობს. 2013 წელს იმპორტის მოცულობა 17%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 21,2% დიზელის ძრავიანია.
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი მთელი იმპორტის 15%-ს შეადგენს;
თითქმის 2-ჯერ გაიზარდა SUBARU-ს იმპორტი, რომელმაც ათეულში HYUNDAI ჩაანაცვლა.
ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუხი და თეთრი ფერისაა. მფლობელთა რეგისტრაციის მიხედვით ავტომანქანების 37.1% თბილისელებს ეკუთვნის, შემდეგ მოდის იმერეთი-რაჭა ლეჩხუმი. მე-7 ადგილზეა შიდა ქართლი (5.3%).
თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 4-დან 9-მდე მერყეობს. შიდა ქართლში ერთ მანქანაზე 7 ადამიანი მოდის.
2011-2013 წლებში საგრძნობლად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკის, მისაბმელების და მოტოტრანსპორტის რაოდენობა.
2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის (32%) და HONDA-ს (30%) რაოდენობა.
HONDA CRV-მ და VOLKSWAGEN JETTA/VENTO-მ 2013 წელს საუკეთესო ათეულში ჩაანაცვლეს VOLKSWAGEN PASSAT-ი და OPEL OMEGA.
მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (51,9%) სედანის ტიპისაა, თუმცა, 2013 წელს უფრო მოთხოვნა იყო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე.
სამგზავრო და სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD-ი, რომელიც სამგზავროების ა/ მანქანების 53%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების - 34%-ს.
მამაკაცთა და ქალთა უმრავლესობა უპირატესობას MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომანქანას ანიჭებს.
2013 წელს RENAULT-ს ახალ ა/მ-ებზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
2013 წელს საუკეთესო ავტომწარმოებელთა ხუთეულში შესული ავტომარკების ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია: TOYOTA Hilux, HYUNDAI Elantra, SKODA Octavia, KIA Rio და RENAULT Logan.
2013 წელს პრემიუმ ბრენდების ყველაზე პოპულარული მოდელებია: Land Rover range rower (38), Land Rover Evoque (26), Mercedes ML (24) და BMW X5(23).
პრემიუმ ბრენდებში უპირატესობა ენიჭებოდა 50000 აშშ დოლარამდე ღირებულების ა/მ-ებს, ხოლო საბიუჯეტო კლასიდან - 15000 აშშ დოლარამდე ღირებულების ავტომანქანების .
საქართველოში ავტომანქანების 89% ფიზიკურ პირებს, ხოლო 11% იურიდიულ პირებს ეკუთვნის.
ატისტიკურ-ანალიტიკური კვლევა „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის და ავტოპარკის სტრუქტურის შესახებ“. გათვალისწინებულია: დინამიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული მახასიათებლებით; ავტოპარკის განახლების და გაახალგაზრდავების ტენდენციები; ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება რეგიონების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ასევე, ფიზიკურ პირთა სქესის და ასაკის მიხედვით.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები