მიქელწყაროში ინტერვიუები 2014 წლის ივნისის დასაწყისშია ჩაწერილი, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები აღნიშნულ სოფელში, სწორედ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ქალბატონი სოფლის ცენტრში იმიტომ მოვიდა, რომ თავისი გულისტკივილი ეთქვა:
,,ჩემი ნაკვეთი მივეცი სოფელს, რომ იქ მეჩეთი აშენებულიყო. ყველგან არის ეკლესიებიც და მეჩეთებიც, იქ სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს. აქ კი გააჩერეს კასპიდან" - გვითხრა ასაკოვანმა ქალბატონმა. მისი თქმით, მეჩეთის მშენებლობა სოფლის ახალგაზრდობამ მოსახლეობიდან გაღებული ფულადი შემოწირულობებით დაიწყო.
,,როგორც მე ვიცი, ნახაზები ძველი ყოფილა" - საუბარში შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი პიროვნება ჩაერთო. ეს ინფორმაცია სხვებმაც დაუდასტურეს.
,,შეჩერება ახალი ხელისუფლების პერიოდში მოხდა. მიზეზი ის არის, რომ პროექტი არასწორი იყო. გარდა ამისა, ნახაზს არ იძლევიან. პროექტიც ძველი ყოფილა." - განმარტა მან.
მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, ამ საკითხთან დაკავშირებით, 2014 წლის 29 ივლისს, თითქმის, ერთი თვის შემდეგ ჩავწერეთ. როგორც აღმოჩნდა, არჩევნების შემდეგაც მუნიციპალიტეტში მიქელწყაროდან მეჩეთის საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება ან შეტყობინება კვლავ არ შესულა.
,,რაც მე თანამდებობაზე ვიმყოფები, არჩევნებამდე 10 თვის განმავლობაში არანაირი განცხადებაა შემოსული. არც რაიმე მიმდინარე პროექტი არსებობს. არჩევნების შემდეგაც ადგილობრივების მხრიდან რაიმე წერილობით მოთხოვნას ადგილი არა აქვს"- ამბობს გოჩა გოჩიტაშვილი.
Qartli.gE კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის ბიუროშიც შეეცადა საკითხის გარკვევას. როგორც აღმოჩნდა, ონოფრიშვილის ბიუროში, მეჩეთის საკითხთან დაკავშირებით, არც ერთ პერიოდში წერილობითი მოთხოვნა არავის შეუტანია.
სოფელი მიქელწყარო კასპის აღმოსავლეთით რამდენიმე ერთეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და, მთლიანად, ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობითაა დასახლებული. დასახლება კასპის ტერიტორიულ ორგანოს ეკუთვნის. მეჩეთი არც სხვა სოფლებში (ფერმა, ხიდისყური, საქადაგიანო) აქვთ.
ფოტო გადაღებულია აზერბაიჯანულ სოფლებში ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების ვიზიტისას.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები