ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ ,,ლაბირინთებიდან" იმ დროს სცადეს თავის დაღწევა, როდესაც ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, წევრების მიღება/არ მიღების საკითხს იხილავდნენ. როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, აქაც ფრაქციების რაოდენობა 10-მდე იზრდება. მცირერიცხოვან ოპოზიციონერებთან ერთად ფრაქციებისკენ ბლოკ ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებიც, ცალ-ცალკე, ისწრაფვიან. სახელების მოფიქრება კი მმართველი გუნდის წევრებს არ უჭირთ: ,,ფრაქცია ,,ქართული ოცნება"; ფრაქცია ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელები"; ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები"; ფრაქცია ,,ქართული ოცნება......" ფრაქცია ,,ქარელელები" და ა.შ.
რაც უფრო მეტი ფრაქცია იქმნება, მით მეტი მისი თავმჯდომარე ირჩევა. ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა კი ანაზღაურებადია და სარგო 1000 ლარს აღწევს. მაგალითად, 10 ფრაქციან საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის ანაზღაურებაზე თვეში, მარტივი არითმეტიკით, 10 ათასი ლარი გაიხარჯება.
ქარელის მუნიციპალიტეტში კი დისკუსია იმან გამოიწვია, თუ როგორც შეიძლება მოხვდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები ფრაქციებში; და სად უფროა მათი ადგილი - ოპოზიციურ თუ მმართველი გუნდის წევრებით დაკომპლექტებულ ფრაქციებში.
კასპის მუნიციპალიტეტში ფრაქციების თემამ, შედარებით, უმტკივნეულოდ გადაიარა. სამაგიეროდ, აქ უმცირესობისა და უმრავლესობის კამათი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებმა გამოიწვია.
კასპის საკრებულოს იურიდიულმა სამსახურმა დებულებაში ერთ-ერთ პუნქტად ჩაწერა, რომ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება მაშინ შეუწყდება, თუკი სასამართლოს საბოლოო ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ოპოზიციამ ეს ფრაზა გააპროტესტა, რადგან საბოლოო ინსტანციად უზენაესი სასამართლო ითვლება. ამ შემთხვევაში კი რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას საფრთხე არ დაემუქრება.
იხილეთ დისკუსიების ამსახველი ვიდეო:
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები